იმონ დე ვალერა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იმონ დე ვალერა
იმონ დე ვალერა
ირლანდიის მე-3 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ივნისი 1959 – 24 ივნისი, 1973
წინამორბედიშონ ტომას ო’კელი
მემკვიდრეერსკინ ჩაილდერსი

დაბადებული14 ოქტომბერი 1882
მანჰეტენი, აშშ
გარდაცვლილი29 აგვისტო, 1975
დუბლინი, ირლანდია
პოლიტიკური პარტიაფიანა ფაილი
საქმიანობამასწავლებელი
რელიგიაკათოლიკე
ხელმოწერა

იმონ დე ვალერა (ირლ. Éamonn de Bhailéara; დ. 14 ოქტომბერი, 1882, მანჰეტენი, აშშ — გ. 29 აგვისტო, 1975, დუბლინი, ირლანდია) — ირლანდიელი პოლიტიკოსი. ირლანდიის პრეზიდენტი 1959-1973 წლებში. ირლანდიის კონსტიტუციის ავტორი, ირლანდიის დამოუკიდებლობისათვის ბრძოლის ერთ-ერთი ლიდერი. პრეზიდენტობამდე არაერთხელ ეკავა ირლანდიის პრემიერ-მინისტრის პოსტი.

ირლანდიის დამოუკიდებლობისათვის ომის პერიოდში (1919-1921 წწ.) იყო პარლამენტის თავმჯდომარე და შინ ფეინის რესპუბლიკური მმართველობის პრეზიდენტი (1921-1922 წწ.). 1926 წელს დააარსა პოლიტიკური პარტია ფიანა ფაილი.

1959 წელს შონ ტომას ო’კელის მეორე საპრეზიდენტო ვადის ამოწურვის შემდეგ აირჩიეს რესპუბლიკის პრეზიდენტად. 1966 წელს აღნიშნულ თანამდებობაზე კვლავ აირჩიეს მეორე ვადით. პრეზიდენტობის მეორე 7-წლიანი ვადის ბოლოს იგი იყო 90 წლის და გახდა მსოფლიოში ყველაზე ასაკოვანი პრეზიდენტი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]