შონ ტომას ო’კელი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
შონ ტომას ო’კელი
შონ ტომას ო’კელი
ირლანდიის მე-2 პრეზიდენტი
თანამდებობაზე ყოფნის დრო
25 ივნისი 1945 – 24 ივნისი, 1959
წინამორბედიდაგლას ჰაიდი
მემკვიდრეიმონ დე ვალერა

დაბადებული25 აგვისტო 1882
დუბლინი, ირლანდია
გარდაცვლილი23 ნოემბერი, 1966
დუბლინი, ირლანდია
პოლიტიკური პარტიაფიანა ფაილი
რელიგიაკათოლიკე

შონ ტომას ო’კელი (ირლ. Seán Thomas O'Kelly; დ. 25 აგვისტო, 1882, დუბლინი, ირლანდია — გ. 23 ნოემბერი, 1966, იქვე) — ირლანდიელი პოლიტიკოსი. ირლანდიის პრეზიდენტი 1945-1959 წლებში.

შონ ტომას ო’კელმა საშუალო განათლება მიიღო დუბლინში და 1898 წელს მუშაობა დაიწყო ეროვნულ ბიბლიოთეკაში ასისტენტად. 1945 წელს პრეზიდენტ დაგლას ჰაიდის მეორე საპრეზიდენტო ვადაზე უარის თქმის შემდეგ აირჩიეს ირლანდიის პრეზიდენტის თანამდებობაზე. 1952 წელს ავტომატურად აირჩიეს მეორე ვადით პრეზიდენტად, ოპონენტის არარსებობის გამო. მისი მმართველობის დროს, 1949 წელს ირლანდიამ ერთა თანამეგობრობა დატოვა.

1966 წელს გარდაიცვალა. დაკრძალულია გლასნევინის სასაფლაოზე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]