იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
საქართველოს დაცული ტერიტორიების რუკა

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები — საქართველოს დაცული ტერიტორიები იმერეთის მხარეში.

იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები კომპლექსური ხასიათისაა და მოიცავს გეოლოგიურ, პალეონტოლოგიურ, სპელეოლოგიურ და ბოტანიკურ იშვიათობებს. ის შეიქმნა 2007 წესლ საქართველოს კანონით „იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიების შექმნისა და მართვის შესახებ“ სათაფლიას ნაკრძალის ადმინისტრაციის ბაზაზე. იმერეთის მღვიმეების დაცული ტერიტორიები მოიცავს 1 სახელმწიფო ნაკრძალს (სათაფლიის სახელმწიფო ნაკრძალი), 1 აღკვეთილს (სათაფლიის აღკვეთილი) და 15 ბუნების ძეგლს:

  1. ბღერის მღვიმის ბუნების ძეგლი;
  2. გაბზარული ტბის ბუნების ძეგლი;
  3. დიდღელის მღვიმის ბუნების ძეგლი;
  4. თეთრი მღვიმის ბუნების ძეგლი;
  5. იაზონის მღვიმის ბუნების ძეგლი;
  6. მელოურის მღვიმის ბუნების ძეგლი;
  7. მუხურის ჩანჩქერის ბუნების ძეგლი;
  8. პრომეთეს მღვიმის ბუნების ძეგლი;
  9. საკაჟიის მღვიმის ბუნების ძეგლი;
  10. საწურბლიის მღვიმის ბუნების ძეგლი;
  11. სოლკოტის მღვიმის ბუნების ძეგლი;
  12. ღლიანის მღვიმის ბუნების ძეგლი;
  13. ცუცხვათის მღვიმოვანის ბუნების ძეგლი;
  14. წყალწითელას ხეობის ბუნების ძეგლი;
  15. ხომულის მღვიმის ბუნების ძეგლი.

ტერიტოსიის საერთო ფართობია 364 ჰა (330 ჰა სათაფლიის ნაკრძალი, 34 ჰა სათაფლიის აღკვეთილი). აქედან 351 ჰა (99%) კოლხური ტყითაა დაფარული, სადაც მრავლად არის წარმოდგენილი ფლორის და ფაუნის ენდემური, იშვიათი და „წითელი ნუსხის“ სახეობები.

ტერიტორიაზე ასევე არის ტურისტული და მეცნიერული თვალსაზრისით ისეთი მნიშვნელობის ობიექტები, როგორიცაა სათაფლიის კარსტული მღვიმე და დედამიწის იურიული პერიოდის ბინადარი დინოზავრის ნაკვალევი.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სათაფლიის მღვიმე აღმოჩენილ იქნა 1925 წლის 2 აგვისტოს კარსტულ მღვიმეთა მკვლევრის პეტრე ჭაბუკიანის მიერ, რომელიც მისივე ინიციატივით ბუნების კეთილმოწყობილ ძეგლად იქცა. 1933 წელს მანვე აღმოაჩინა დინოზავრის ნაკვალევი. პ. ჭაბუკიანის ძალისხმევით 1935 წელს სათაფლიის მღვიმის მიმდებარე კოლხური ტყით დაფარული ტერიტორია გამოცხადდა დაცულ ტერიტორიად.

2010 წელს იმერეთის მღვიმეთა დაცული ტერიტორიები გაწევრიანდა მღვიმეთა საერთაშორისო ასოციაციაში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]