შინაარსზე გადასვლა

იმედის სხივების კრებული

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„იმედის სხივების კრებული“
ჟანრი კომედია, დრამა
რეჟისორი დევიდ ოუენ რასელი
პროდიუსერი ბრიუს კოენი
დონა ჯილიოტი
ჯონათან გორდონი
ჯორჯ პარა
სცენარის ავტორი დევიდ ო. რასელი
ეფუძნება იმედის სხივების კრებული
მეთიუ ქუიკი
როლებში ბრედლი კუპერი
ჯენიფერ ლოურენსი
კომპოზიტორი დენი ელფმანი[1]
ოპერატორი მასანობუ ტაკაიანაგი
მონტაჟი ჯეი კესიდი
კრისპინ სტრეზერსი
სტუდია The Weinstein Company
Mirage Enterprises
დისტრიბუტორი The Weinstein Company
გამოსვლის თარიღი
  • 8 სექტემბერი, 2012 (2012-09-08) (ტორონტო)
  • 16 ნოემბერი, 2012 (2012-11-16) (აშშ)
ხანგრძლივობა 122 წთ.[2]
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
ბიუჯეტი 21 მილიონი აშშ დოლარი[3]
შემოსავალი 236 412 453 აშშ დოლარი[3]
საიტი

იმედის სხივების კრებული (ინგლ. Silver Linings Playbook) — ამერიკული რომანტიკული კომედიური დრამატული ფილმი, რომლის რეჟისორია დევიდ ოუენ რასელი.[4] იგი ეფუძნება თავად რასელის სცენარს, რომელიც ადაპტირებულია მეთიუ კუიკის ამავე სახელწოდების რომანიდან. ფილმში მთავარ როლებს ასრულებენ ბრედლი კუპერი და ჯენიფერ ლოურენსი

ფილმის პრემიერა გაიმართა ტორონტოს 2012 წლის საერთაშორისო კინოფესტივალის ფარგლებში, 2012 წლის 8 სექტემბერს. აშშ-ში ფილმი 2012 წლის 16 ნოემბერს გამოვიდა.[5] კრიტიკოსებს შორის მან დიდი წარმატება მოიპოვა და მრავალი ჯილდო მიიღო. ოსკარის 85-ე დაჯილდოებაზე იგი ნომინირებული იყო 8 კატეგორიაში.

ყურადღება!  ქვემოთ მოყვანილია სიუჟეტის და/ან დასასრულის დეტალები.

პეტ სოლიტანოს ბიპოლარული აშლილობა აქვს. რვა თვის მკურნალობის შემდეგ იგი ტოვებს ფსიქიატრიულ კლინიკას და უბრუნდება მშობლებს. სასამართლოს გადაწყვეტილებით მას ყოფილ მეუღლესთან, ნიკისთან კონტაქტი აკრძალული აქვს, თუმცა პეტი ამას მაინც ცდილობს. ნიკის დაბრუნების მცდელობისას პეტი გაიცნობს ტიფანი მაქსველს, რომელიც ჰპირდება, რომ დაეხმარება ცოლის დაბრუნებაში, თუკი პეტი მას ცეკვის კონკურსში პარტნიორობას გაუწევს. ისინი ერთმანეთს უახლოვდებიან. პარალელურად ვითარდება პეტისა და მისი მამის ურთიერთობები.

მთავარ როლებზე ისინჯებოდნენ მარკ ვალბერგი, ენ ჰეთეუეი, რეიჩელ მაკადამსი, კირსტენ დანსტი და სხვები. უოლბერგმა და ჰეთეუეიმ უარი განაცხადეს ფილმში მონაწილეობაზე დროის უკმარისობის გამო.

ჯენიფერ ლოურენსი დაჯილდოვდა ოსკარისა და ოქროს გლობუსის ჯილდოებით ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის. ფილმმა აგრეთვე მოიპოვა BAFTA საუკეთესო ადაპტირებული სცენარისთვის.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
  1. „Danny Elfman to Score 'Hitchcock' Biopic and Gus Van Sant's 'Promised Land'. FilmMusicReporter.com. ციტირების თარიღი: September 26, 2012.
  2. „Silver Linings Playbook“. BBFC. November 11, 2012. ციტირების თარიღი: December 27, 2012.
  3. 3.0 3.1 Silver Linings Playbook (2012). Box Office Mojo. IMDb. დაარქივებულია ორიგინალიდან — დეკემბერი 18, 2015. ციტირების თარიღი: March 17, 2013.
  4. Connelly, Brendon. (March 28, 2009) David O. Russell to Direct Silver Linings Playbook. /Film. ციტირების თარიღი: October 23, 2011.
  5. Release dates for Silver Linings Playbook. IMDb. Amazon.com. ციტირების თარიღი: September 27, 2012.