შინაარსზე გადასვლა

ილორი (სამტრედია)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ქ. სამტრედიის უბანი
ილორი
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
მხარე იმერეთის მხარე
მუნიციპალიტეტი სამტრედიის მუნიციპალიტეტი
კოორდინატები 42°10′54″ ჩ. გ. 42°18′50″ ა. გ. / 42.181694° ჩ. გ. 42.314056° ა. გ. / 42.181694; 42.314056
სასაათო სარტყელი UTC+4
სატელეფონო კოდი +995
ილორი (სამტრედია) — საქართველო
ილორი (სამტრედია)
ილორი (სამტრედია) — იმერეთის მხარე
ილორი (სამტრედია)
ილორი (სამტრედია) — სამტრედიის მუნიციპალიტეტი
ილორი (სამტრედია)

ილორი — ქალაქ სამტრედიის უბანი, ყოფილი სოფელი სამტრედიის რაიონში (ნაფაღაურის სასოფლო საბჭო).

ილორი წყა­როებში პირველად მოხსენიებულია XVII საუკუნეში, დატანილია არქანჯელო ლამბერტის რუკაზე. სავარაუდოა, რომ თავის დროზე სოფელი ილორის წმინდა გიორგის ეკლესიის საკუთრებას წარმოადგენდა და სახელწოდებაც აქედან უნდა მიეღო. XVIII საუკუნეში მას თავადი მიქელაძეები ფლობდნენ.[1]

XX საუკუნეში სოფლის ტერიტორია თანდათან შეერწყა სამტრედიას. საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1978 წლის 25 იანვრის დადგენილებით ნაფაღაურის სასოფლო საბჭოს (სოფლები: ნაფაღაური, ილორი, ნაჩხეტაური, ხიბლარ-წიფნარი) გაუქმებასთან დაკავშირებით დამტკიცდა ქალაქ სამტრედიის საზღვრებში.[2]

  1. I. მიქელაძეთა საგვარეულო. II. მხეიძეთა საგვარეულოები : (ისტორიულ-გენეალოგიური გამოკვლევა) / იური ჩიქოვანი, იოსებ ბიჭიკაშვილი ; სამეცნიერო რედაქტორი: ნიკო ჯავახიშვილი. თბ., 2005, გვ. 8.
  2. ბრძანებულება საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმისა ქალაქ სამტრედიის საზღვების დამტკიცების შესახებ, „საქართველოს სსრ უმაღლესი საბჭოს უწყებები“, 1978 წლის იანვარი, №1 (444), გვ. 5-6.