ილია ციონი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
ილია ციონი
Elide de Cyon.jpg
დაბ. თარიღი 13 (25) მარტი 1842
დაბ. ადგილი ტელშიაი
გარდ. თარიღი 23 ოქტომბერი (5 ნოემბერი) 1912 (70 წლის) ან 15 ნოემბერი 1912(1912-11-15)[1] (70 წლის)
გარდ. ადგილი პარიზი
მოქალაქეობა რუსეთის იმპერია
სამეცნიერო სფერო ფიზიოლოგია
მუშაობის ადგილი სანქტ-პეტერბურგის სახელმწიფო უნივერსიტეტი და კიროვის სახელობის სამხედრო-სამედიცინო აკადემია
ალმა-მატერი ჰუმბოლდტის უნივერსიტეტი და Medical department of Kiev Emperor University of St. Vladimir
განთქმული მოსწავლეები ივანე პავლოვი
სამეცნიერო ხარისხი მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი

ილია ფადეის ძე ციონი (რუს. Илья Фаддеевич Цион; დ. 25 მარტი [ძვ. სტ. 13 მარტი], 1842, პანევეჟისი, ლიტვა — გ. 5 ნოემბერი [ძვ. სტ. 23 ოქტომბერი], 1912, პარიზი) — რუსი ფიზიოლოგი. 1864 წელს დაამთავრა ბერლინის უნივერსიტეტი. პეტერბურგის უნივერსიტეტისა (1870 წლიდან) და სამედიცინო-ქირურგიული აკადემიის (1872 წლიდან) პროფესორი.

1867 წელს ანატომიასა და ფიზიოლოგიას ასწავლიდა პეტერბურგის უნივერსიტეტში, სადაც ფიზიოლოგიის ლაბორატორიას ხელმძღვანელობდა. 1877 წელს ქალაქ პარიზში გადავიდა საცხოვრებლად. აქვე მიიღო საფრანგეთის მოქალაქეობა. თავის ძმასთან, მ. ციონთან ერთად ექსპერიმენტულად დაამტკიცა გულზე სიმპათიკური ინერვაციის ამაჩქარებელი გავლენა. გერმანელ ფიზიოლოგ კარლ ლუდვიგთან ერთად აღმოაჩინა აორტის რკალიდან გამომავალი ცენტრისკენული (დეპრესორული) ნერვი და დაამტკიცა, მისი ცენტრის ბოლოს გაღიზიანება იწვევს სისხლის წნევის დაცემას ძარღვთა გაფართოების გამო (1866). შეისწავლა ზურგის ტვინის წინა ფესვების აგზნებადობის ცვლილოება მისი უკანა ფესვების გადაჭრის შემდეგ. აღმოაჩინა გულის მოქმედების ამაჩქარებელი ნერვები; გამოიკვლია გულის შეკუმშვის ძალასა და რიტმზე ტემპერატურის ცვალებადობის, აგრეთვე ჟანგბადისა და ნახშირორჟანგის გავლენა და სხვ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Library of Congress AuthoritiesLibrary of Congress.