ილარიონ ისარლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ილარიონ პეტრეს ძე ისარლიშვილი (ისარლოვი) (დ. 16 იანვარი, 1848 — გ. უცნობია) — რუსეთის იმპერიის არმიის გენერალ-მაიორი (1906).

მესხეთიდან გადმოსახლებულ წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა საგვარეულოს წარმომადგენელი. იაკობ და რაფიელ ისარლიშვილების ძმა. დაამთავრა მოსკოვის კადეტთა კორპუსი და ალექსის მე-3 სამხედრო სასწავლებელი. 1867 წლიდან რუსეთის არმიის ოფიცერი [პორუჩიკი (1870), კაპიტანი (1879), პოდპოლკოვნიკი (1888)]. მონაწილეობდა რუსეთ-თურქეთის ომში (1877-1878). 1900 წლიდან პოლკოვნიკი და სკოპინის 224-ე სარეზერვო ბატალიონის მეთაური. იმავე წელს დაინიშნა ორენბურგის 105-ე ქვეითი პოლკის მეთაურად. 1906 წელს თადარიგში გავიდა მუნდირის ტარების უფლებით და გენერალ-მაიორის წოდების მინიჭებით. დაჯილდოებული იყო წმ. სტანისლავის II და III, წმ. ანას II და III, წმ. ვლადიმირის IV ხარისხის ორდენებით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]