იაკობ ისარლიშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ი. ისარლიშვილი (1861 წელს კრონშტადტში დაპატიმრებულ ქართველ სტუდენტთა ჯგუფური ფოტოსურათის ფრაგმენტი)

იაკობ პეტრეს ძე ისარლიშვილი (ისარლოვი) (დ. დაახლ. 1842 — გ. 1917 შემდეგ) — ქართველი საზოგადო მოღვაწე, პედაგოგი.

მესხეთიდან გადმოსახლებულ წარჩინებულ ქართველ კათოლიკეთა საგვარეულოს წარმომადგენელი; პუბლიცისტ რაფიელ ისარლიშვილის და გენერალ-მაიორ ილარიონ ისარლიშვილის ძმა. სწავლობდა თბილისის გიმნაზიაში, შემდეგ პეტერბურგის უნივერსიტეტში. ახლოს იყო ნიკოლოზ ჩერნიშევსკის მიმდევარ ხალხოსნურ წრეებთან. სხვა ქართველებთან (ნიკო ნიკოლაძე, გიორგი წერეთელი, კირილე ლორთქიფანიძე, აბელ ჩოლოყაშვილი და სხვ.) ერთად მონაწილეობდა 1861 წლის სტუდენტურ არეულობებში, რის გამოც 1861 ოქტომბრიდან დეკემბრამდე დაპატიმრებული იყო კრონშტადტის ციხეში. გათავისუფლების შემდეგ პოლიციის მეთვალყურეობის ქვეშ ცხოვრობდა პეტერბურგში. შემდეგ სამუდამოდ დასახლდა თბილისში. აქტიურად მონაწილეობდა ქართველთა შორის წერა-კითხვის გამავრცელებელი საზოგადოების და სათავადაზნაურო სკოლის მუშაობაში. ეწეოდა კომერციულ საქმიანობასაც. 1890-იან წლებში ორჯერ წარუმატებლად იყარა კენჭი თბილისის საკრებულოში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • იაკობ ისარლიშვილი — საქართველოს პირველი რესპუბლიკის (1918-1921) პროსოპოგრაფიული ბაზა (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ლინგვისტურ კვლევათა ინსტიტუტი)