ილაი მენინგი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ილაი მენინგი.

ილაიშა ნელსონ "ილაი" მენინგი (Elisha Nelson "Eli" Manning) დაიბადა 1981 წლის 3 იანვარს. ილაი არის ნიუ-იორკ ჯაიანთსის ამერიკელი ქორტერბექი, რომელიც ნაციონალური ფეხბურთის ლიგაში ასპარეზობს. ილაი არის ყოფილი ნფლ ქორტერბექ არჩი მენინგის შვილი ინდიანაპოლის კოლტის ქორტერბექ პეიტონ მენინგის ძმა. მენინგი კოლეჯის ფეხბურთს თამაშობდა მისისიპის უნივერსიტეტში (Ole Miss), მას შემდეგ რაც დაამთავრა Isidore Newman School, რომელიც ნიუ-ორლეანში მდებარეობს. ილაი იქნა არჩეული 2004 წლის ნფლ დრაფტზე სან დიეგო ჩარჯერების მიერ, რომელიც ულამვე იქნა გაცვლილი ნიუ იორკ ჯაიანთსის არჩეულ ფილიპ რივერსში.

მენინგმა მოიგო სუპერ ბოულის ყველაზე ღირებული მოთამაშის (MVP) ტიტული სუპერ ბოულ XLII-ის დროს, მას შემდეგ რაც დაეხმარა ლიდერობა აეღო თავის თავზე და ჯაიანთსს დაემარცხებინა მანამდე დაუმარცხებელი ნიუ-ინგლენდ პეტრიოტსი. 2012 წლის 5 თებერვალს მან კვლავ თავის თავზე აიღო ლიდეორბა როდესაც სუპერ ბოულ XLVI ხელახლა დაამარცხა ნიუ-ინგლენდ პეტრიოტსი, მან მეორეჯერ ზუსტად ამ დროს შეძლო მოგება იგივი ტიტულის. მენინგი არის იმ 5 ქორტერბექს შორს, რომლებმაც შეძლეს ორჯერ მოეგოთ სუპერ ბოულ MVP ტიტულის მოგება.

მენინგი არის ასევე President's Council on Physical Fitness and Sports ყოფილი წევრი.

სექციების სია

კარიერა კოლეჯში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილაი მენინგი მისისიპის უნივერსიტეტში ყოფნის დროს.

იმის ლოდინში თუ რომელ კოლეჯში წავიდოდა მენინგი, მან მოწვევა David Cutcliffe-ისგან მიიღო, რომელიც ყოფილი თავდასხმის კოორდინატორი იყო ტენესის უნივერსიტეტში.

მისი ოლე მის-ში ყოფნის დროს, მენინგმა 45 ჯერ შეძლო ან დაემყარებინა და ანაც გათანაბრებოდა ერთ-სეზონის რეკორდებს. მისი კარიერის ნომრები რომელშიც შედის: 10 119 იარდის პასი (მე-5 SEC კარიერის სიაში), 81 თაჩდაუნ პასი (მე-3 SEC კარიერის სიაში), და ასევე პასის რეიტინგი 137.7 (გაუთანაბრდა მე-6 ადგილოსანს SEC კარიერ სიაში). მენინგი ასევე ლიდერობდა რებელს 10-3 ჩანაწერით გუნდს, სადაც საბოლოოდ 31-28 გაიმარჯვეს ოკლაჰომა სტეიტ ქოუბოიზთან SBC Cotton Bowl Classic-ში 2003 წელს. ის ასევე მიწვეული იყო დიდი ასაკის ბოულში 2004 წელს, მაგრამ მან უარი განაცხადა თამაშზე.

როგორც კი მისი ასაკი მოვიდა, მან ბევრი ჯილდოს მოგება მოახერხა, მათ შორის მაქსველის ჯილდო, ჯონი უნიტესის ჯილდო და მრავალი სხვა. ილაი ასევე იყო კანდიდატი ჰისმენის თასის მოგებაზე, თუმცა ხმების რაოდენობის მესამე ადგილს დასჯერდა, სადაც იგი ჯეისონ უაითი (ოკლაჰომას უნივერსიტეტი) და ლერი ფიცჯერალდს (პიტსბურგის უნივერსიტეტ) ჩამორჩა.

მენინგი მისისიპის უნივერსიტეტის დიპლომი აიღო, რომელშიც მას პროფესიად მარკეტინგი უწერია, ხოლო მისი საერთო GPA კი 3.44 ქულას შეადგენს.

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2001, 2003 კონერლის თასი;
  • 2002 დამოუკიდებელი ბოულის ყველაზე ღირებული მოთამაშე;
  • 2003 ჯონი უნიტესის ოქროს მხრის თასი;
  • 2003 მაქსველის ჯილდო;
  • 2003 ნაციონალური ფეხბურთის ფონდის და კოლეჯის დიდების დარბაზის ათლეტი;
  • 2003 რადიო სპორტული ამბების სოკრატეს ჯილდო;
  • 2003 სამხრეთ-აღმოსავლეთ კონფერენციის MVP ფეხბურთელი;
  • 2004 კოტონ ბოულ კლასიკის თავდასხმის ყველაზე ღირებული მოთამაშე;

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  პასი რაში
სეზონი გუნდი GP Rating Att Comp Pct Yds TD Int Att Yds TD
2000 Ole Miss Rebels 6 117.4 53 28 52.8 337 3 2 7 4 0
2001 Ole Miss Rebels 11 144.8 408 259 63.5 2,948 31 9 31 9 0
2002 Ole Miss Rebels 13 125.6 481 279 58.0 3,401 21 15 39 -120 2
2003 Ole Miss Rebels 13 148.1 441 275 62.4 3,600 29 10 48 -28 3
ტოტალი Ole Miss Rebels 43 138.1 1383 841 60.8 10,286 84 36 125 -135 5

პროფესიონალური კარიერა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის ნფლ დრაფტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

San Diego Chargers ჰქონდა 2004 წელს მოპოვებული პირველ ნომრად არჩევა დრაფტზე, მას შემდეგ რაც 2003 წლის სეზონი 4-12 დაამთავრეს. მენინგი ყველაზე სასურველი მოთამაშე იყო დრაფტზე, რომელიც ასევე ჩარჯერებს უნდოდათ. თუმცა თვითონ მენინგმა (მამის დარიგებით) განაცხადა, რომ ის უარს იტყოდა თამაშზე თუ ჩარჯერები მას აირჩევდნენ. ჩარჯერებმა მაინც აირჩიეს პირველ არჩევნად მენინგი, მაგრამ ეს იმით იყო გამოწვეული რომ ჯაიანთსთან შეთანხმდნენ მის გაცვლაზე, ამ გაცვლაში კი ჯაიანთსის არჩეული ფილიპ რივერსი შედიოდა.

2004 წლის ქორტერბექის კლასი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მენინგი იყო იმ 4 ქორტერბექიდან ერთ-ერთი, რომელიც 2004 წლის ნფლ დრაფტზე აირჩიეს ბენ როტლისბერგერ, ფილიპ რივერს და ჯეი ფი ლოსმენთან ერთად. ჯეი ფის გარდა, დანარჩენი სამეულმა მიიღეს ხმა პრო ბოულისთვის მანამ, სანამ ვარკსვლავები გახდებოდნენ, არცერთმა მათგანმა არ წააგო სეზონი 8-8 დასრულეს, ხოლო როტლისბერგერი და მენინგმა კი საბოლოოდ 2 სუპერ ბოულში გაიმარჯვეს.

2004 წლის სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მენინგმა პირველი რეგულარული სეზონის სტარტერად ატლანტა ფალკონთან დაიწყო ჯაიანთ სტედიუმზე რომელიც 2004 წლის 21 ნოემბერს შედგა. მისი მეოთხე სტარტერად დაწყება, რომელიც ბალტიმორ რავენსის წინააღმდე M&T Bank Stadium-შედგა 2004 წლის 12 დეკემბერს, მან პასის რეიტინგი 0.0 დაასრულა, რითაც საბოლოოდ მეორე ტიამში შეცვლილი იქნა კურტ ვორნერის მიერ. თუმცა სეზონის ბოლოსკენ ილაი კვლავ ჯაიანთსის სტარტერი გახდა.

2005 წლის NFC აღმოსალვეთ ჩემპიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2004 წლის შემდეგ სეზონში, ვორნერმა დატოვა ჯაიანთსი. აქედან გამომდინარე გუნდის მთავარი სტარტერად ილაი იქნა დასახელებული. პირველი 2 მატჩში მან ორივეში მოახერხა გამარჯვება კარდინალსთან და საინტსთან, მას შემდეგ გუნდი დასავლეთ ნაპირისკენ გაემართა, რომ გუნდს სან დიეგოსთან ეთამაშა. ჩარჯერების გულშემატკივრებს ჯერ კიდევ არ ჰქონდათ დავიწყებული ილაის გაცხადება მათ გუნდში თამაშის უკადრისობაზე. 2005 წლის 25 სექტემბერს გუნდმა პირველად იმოგზაურა სან დიეგოში მას შემდეგ რაც დრაფტზე ილაი იქნა გადმობირებული ჯაიანთსის მიერ საბოლოოდ. მოედანზე შეკრებილი ხალხი კი ილაის ყოველ ბურთის შეხებაზე ბუობდა (გამოძახილი: ბუუუუუუ). სან დიეგომ მოახერხა ამ მატჩში 45-23 გამარჯვება, მაგრამ აქვე უნდა აღინიშნოს რომ ილაის ყველაზე გასაოცარი მატჩი ამ წნეხის მიუხედავად, რადგან მან შეძლო 24/41 ზუსტი პასის განხორციელება, 352 იარდის დაფარვა და საბოლოოდ 2 თაჩდაუნის დადება.

ამ მატჩის შემდეგ, გუნდი კვლავ შინ დაბრუნდა, სადაც ილაიმ თითქმის 300 იარდიანი და კარიერაში მისი ყველაზე მეტი 4 თაჩდაუნ პასი განახორციელა სტ. ლუის რემსის წინააღმდეგ, სადაც გიგანტებმა 44-24 გაიმარჯვეს რემსის წინააღმდეგ ჯაიანთ სტედიუმზე. ბოლო დრაივის კულმინაცია იყო 2 იარდიანი თაჩდაუნი რომელიც ამანი ტუმერმა თამაშის დასრულებამდე 5 წამით ადრე დადო. 2 კვირის შემდეგ, მენინგმა დასძლია გასვლითი მატჩის სისუსტე და სან ფრანცისკო გასვლაზე 24-6 დაამარცხა, რაც ოფიციალურად პირველი გასვილითი მატჩის მოგება იყო სეზონში ჯაიანთსისთვის. მინესოტა ვიკინგთან ცუდი თამაშის მიუხედავად, სადაც ილაის 4-ჯერ ჩაუჭრეს ბურთი, მან კვლავ ულიდერა გუნდს და გაათანაბრებინა მატჩი ბულუ წუთისთვის, მანამ სანამ საბოლოოდ ვიკინგები გამარჯვების საჯარიმო დარტყმას შეასრულებდნენ.

მენინგმა სეზონი დაასრულა 5 საუკეთესო ქორტერბექს შორის, სადაც ის როგორც პასით განვლილი იარდებით, ასევე თაჩდაუნებით იყო შესული. საბოლოოდ გუნდმა მე-3 ადგილზე დაამYავრა გატანილი ქულების ტოტალური მაჩვენებლით - 422, რაც 1963 წლიდან მოყოლებული, პირველი შედეგი იყიო. ჯაიანთსმა შეძლო 11-5 ჩანაწერით NFC აღმოსავლეთის გამარჯვება.

2006 წლის სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მენინგის მეორე სრული სეზონი იყო 2005 წელს. მან დაახლოებით 65 % ზუსტი პასი განახორციელა მისი პირველი 4 მატჩის დროს. მაგრასამწუხაროდ სეზონის მეორე ნახევარში ილაის თამაში უკუსვლისკენ წავიდა, როდესაც მის ძმა - პეიტონ მენინგის გუნდ კოლტთან წააგო გახსნის დღეს. გუნდის სრულიად სახეცვლილება კი დივიზიონის მეტოქე იგლსთან მოხდა, როდესაც გუნდი 24-7 აგებდა მეო-4 პერიოდში მაგრამ შეძლო და 30-24 მოიგო დამატებულ დროში. მენინგმა კარიერის ყველაზე მაღალი 371 იარდი დაფარა რასაც 3 თაჩდაუნი მოჰყვა, რომელშიც ასევე გამარჯვების ოლაქსიკო ბურესის თაჩდაუნი არის განულისხმევი დამატებითში. ამის შემდეგ კი გუნდმა შემდეგ კვირას სიეტლთან კვლავ უსახურად ჩაატარა მატჩი. ამას კი საბოლოოდ მენინგის და ჯაიანთსის 5 ზედიზედ გმაარჯვება მოჰყვა: რედსკინსის, ქოუბოიზ, ფალკონების წინააღმდეგ რომლებიც საბოლოოდ 6-2 დააწინაურა.

გამარჯვებების სერიას მოჰყვა მნიშვნელოვანი მოთამაშეების ტრავმები.საბოლოოდ სეზონი გუნდმა 8-8 დაასრულა. ფლეი-ოფში გასულებს კი იგლსი შეხვდათ კვლავ, სადაც ბოლო წამებზე საჯარიმო დარტყმულით შეძლეს მოგება და შემდეგ ეტაპზე გასვლა. ჯაიანთსმა კი სეზონი დაასრულა.

მთლიანი სეზონის მანძილზე, მენინგმა 3 244 იარდი, 24 თაჩდაუნი და 18 მეტოქიეს მიერ ჩაჭრილი პასი ჩაიწერა. მან პროცენტულად 57.7 ზუსტად შესრულებული პასი, რაც წინა წლიდან გამომდინარე 5 ქულით გაუმჯობესებული იყო, მაგრამ მენინგი სეზონის მეორე ნახევარში არეულად თამაშობდა. მენინგმა საბოლოოდ სეზონი ქორტერბექების რეიტინგით 77 დაასრულა (მე-18 ლიგაში) სადაც საშუალოდ 6.2 იარდს გადიოდა თითო ცდაზე.

2007 წლის სეზონი: სუპერ ბოულის ჩემპიონები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2007 წლის სეზონისთვის მომზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილაი მენინგი 2007 წლის ჯაიანთსის ვარჯიშის დროს.

მენინგი მიდოულენდში ვარჯიშობდა თავდასხმის კოორდინატორ კევინ გილბრაიდთან და ახალ ქორტერბექის მწვრთნელ კრის პალმერთან ერთად. პირველად მის კარიერაში პლაქსიკო ბურესთან და ჯერემი შოუკისთან გადიოდა პრაქტიკას სეზონის დაწყებამდე. ეს კი უკეთესი იყო ვიდრე მენინგის პრაქტიკების გავლა მარტო მაიამიში, როგორც წინა წელს იყო.

რეგულარული სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მენინგმა შემდეგი 2007 წლის სეზონი შესანიშნავად დაიწყო, დალას ქაუბოიზთან ილაი 28/41 ზუსტად შესრულებუი პასი განახორციელა, რითაც 312 იარდი დაფარა და გუნდს 4 თაჩდაუნის დადებაში დაეხმარა, აქვე უნდა ითქვას რომ მხოლოდ ერთხელ იქნა მეტოქის მიერ მისი პასი ჩაჭრილი, მაგრამ მან მხარი დაიზიანა და მეორე ნახევრის ბოლოსკენ შეცვლილი იქნა. მან მეორე კვირის მატჩი გრინ ბეი პეკერსთან ჩაატარა, როდესაც 1 თაჩდაუნის დადება მოახერხა, თუმცა ჯაიანთსის დაცვა ძალიან უსახოდ თამაშობდა და შესამაბისად ეს მატჩი 35-13 დამარცხდნენ. მე-4 კვირის მატჩში კი მენინგი დაერხმარა გუნდს ვაშინგტონ რედსკინთან 24-17 გაემარჯვა, სადაც უკვე დაცვას თამაშის ხარისხის გაუმჯობესება ეტყობოდა. მომდევნო მატჩში კი ჯაიანთსის დაცვამ ნფლ რეკორდი დაამყარა და ფილადელფია იგლსის წინააღმდეგ 12 საკი მიითვალა, მატჩი კი 16-3 გამარჯვებით დაასრულა გიგანტებმა. მომდევნო კვირაში კი ქალაქის მეტოქე ნიუ-იორკ ჯეტსთან მენინგმა გუნდს 35-24 მოაგებინა.

შემდეგი ორი საშინაო მატჩის მოგების შემდეგ, მენინგმა და ჯაიანთსმა შეძლეს ატლანტა ფალკონის დამარცხენა 31-10. ამ მატჩში კი ილაიმ 27/39 ზუსტი პასი განახორციელა 303 იარდის დაფარვით. ჯაიანთსმა შედეგი 5-2 გაზარდა როდესაც 33-15 გაიმარჯვა სან ფრანცისკო 49ერსის წინააღმდეგ, სადაც მენინგმა კვლავ 2 თაჩდაუნ პასი გადააწოდა. 2007 წლის 28 ოქტომბერს კი ჯაიანთსმა გასვილი შეხვედრა ჩაატარა მაიამი დოლფინთან უემბლის სტადიონზე. მენინგმა მხოლოდ 59 იარდიანი პასი შეასრულა, მაგრამ 10 იარდიანი თაჩდაუნ გარბენი თავად შეასრულა. ეს თაჩდაუნი იყო პირველი ნფლ ისტორიაში, რომელიც ჩრდილო ამერიკის გარეთ დაიდო. საბოლოოდ გიგანტებმა 13-10 გაიმარჯვეს დოლფინსის წინააღმდეგ, რამაც საშუალება მისცა 6-2 გასულიყვნენ სეზონში.

მას შემდეგ კი რაც გიგანტებმა მე-9 კვირაში პირად მეტოქე დალას ქაუბოიზთან წააგეს, ნიუ-იორკ ჯაიანთსის მფლობელმა ჯონ მარამ სახალხოდ დასვა შეკითხვა მენინგის ნიუ-იორკის ლიდერობის შესაძლებლობის შესახებ 2007 წელს და ასევე სამომავლოდ:

მხოლოდ და მხოლოდ რასაც ვფიქრობთ "შეგვიძლია მოვიგოთ ამ ბიჭთან ერთად?" ერთადერთი საფიქრალი რაც არის. როდესაც ვსაუბრობთ ნებისმიერ მოთამაშეზე სეზონის დასასრულს, ნომერ 1 კითხვა არის"შეუძლია მას დაგვეხმაროს გამარჯვებაში?" ასევე "შეგვიძლია მოვიგოთ ჩემპიონობა ამ ბიჭთან ერთად?" '

მას შემდეგ რაც მარამ ილაი გააკრიტიკა, მან შეძლო დაბრუნება და კონფერენციის ვაილდქარდზე დეტროიტ ლაიონი დაამარცხებინა გიგანტებს. ილაიმ 283 იარდი დაფარა და ასევე 1 თაჩდაუნი დადებინა გუნდს, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, მას არც ერთი მეტოქის მიერ ჩაჭრილი პასი არ გაუკეთებია გასვლით მატჩში.

შემდეგ კვირას კი გუნდმა 41-17 დამარცხდა მინესოტა ვიკინგთან, სადაც მენინგს 4ჯერ ჩაუჭრეს ბურთი, საიდანაც 3 მათგანი თაჩდაუნად დაუჯდა გიგანტებს. ის აგრძელებდა ბრძოლას სეზონის ბოლომდე მანამ, სანამ ნიუ ენგლანდ პეტრიოტს არ შეხვდა. მიუხედავად იმისა რომ გუნდს უკვე განაღდებული ჰქონდა პლეი-ოფის საგზური, ბოლო გადამწყვეტ ტურში ძირითადი შემადგენლობის დასვენების მაგივრად, ყველა მოთამაშე გამოვიდა რომ შეეჩერებინა ნიუ ინგლენდ პეტრიოტსის რეკორდი, რომლებსაც სეზონში 15-0 ჰქონდათ. ჯაიანთსმა საბოლოოდ 38-35 წააგო, სადაც მენინგმა 22/32 ზუსტი პასი განახორციელა, დაფარა 252 იარდი და გუნდს 4 თაჩდაუნი დაადებინა, მეტოქემ კი მხოლოდ ერთხელ მოახერხა მისი პასის ჩაჭრა.

2007 წლის პლეი-ოფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2008 წლის 6 იანვარს, მენინგმა 20/27 შეასრულა და საბოლოოდ 185 იარდი დაფარა გასვლით მატჩში ტამპა ბეი ბუკანერსის წინააღმდეგ. ჯაიანთსმა კი საბოლოოდ 24-14 გაიმაჯრვა, სადაც მენინგის 2 თაჩდაუნ პასი ერია.

"ილიამ საუკეთესო მატჩი ჩაატარა დღეს," განაცხადა გუნდის რისივერმა ამანი ტუმერმა. " მან შესანიშნავად გაართვა თავი თავდასხმას. ის ნამდვილად შეუჩერებელი იყო და გამოსავალს ყველგან პოულობდა: ეს არის მეტი ვიდრე ულიდერო გუნდს.... რაც მან საბოლოოდ გამოაჩინა დღეს.

2008 წლის 13 იანვარს, მენინგი გუნდს სათავეში ედგა, როდესაც გუნდმა ფავორიტი დალას ქაუბოიზ დაამარცხა და NFC პირვლეობას დაეუფლა. ეს კი ზედიზედ მესამე მატჩი იყო, სადაც მენინგი მშვენივრად ართმევდა მასზე დაკისრებულ მოვალეობას, საბოლოოდ მან 12/18 პასი განახორციელა ზუსტად და 163 იარდი დაფარა რასაც 2 თაჩდაუნი მოჰყვა, ასევე აღსანიშნავია რომ არცერთხელ არ ჩაუჭრიათ მენინგის ნასროლი ბურთი. ჯაიანთსი გახდა პირველი გუნდი რომელმაც NFC-ში ნომერ პირველი გასული გუნდი დაარცხა, ეს კი 1990 წლიდან პირველი შემთხვევა იყო. ამ გამარჯვებამ გუნდი NFC ჩემპიონობისთვის ბრძოლაში გაიყვანა სადაც მოწინააღმდეგე გრინ ბეი პეკერსი იყო, მატჩი კი 2008 წლის 20 იანვარს შედგა. თამაში საბოლოოდ დამატებით დროში გადავიდა, სადაც გიგანტებმა იმარვეს 23-20. დრამატულმა გამარჯვებამ კი გუნდი სუპერ ბოულ XLVI-ში გაუშვა. ეს კი გუნდის პირველი სუპერ ბოულ მონაწილეობა იყო 2001 წლის მერე (სუპერ ბოული XXXV). ხოლო პირველი სუპერ ბოულის გამარჯვება 1990 წლის მერე (სუპერ ბოული XXV).

სუპერ-ბოული XLVII[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ილაი ლომბარდის თასთან ერთად, ჯაიანთ სტედიუმზე, სუპერ ბოულის გამარჯვების შემდეგ.

ამერიკაში რეკორდული სატელევიზიო მაყურებლის თვალწინ, ფინალში ნიუ-ინგლენდ პეტრიოტსი რომლებმაც რეგულარული სეზონით დაწყებყლი სუპერ ბოულამდე ფინალი წაგებული არ ჰქონდათ და შესაბამისად 16-0 მივიდნენ, ხოლო ჯაიანთსი კი რეგულარული 14-6 შედეგით დასრულების შემდეგ, ვაილ ქარდით მოხვდა ფლეი-ოფში. საბოლოოდ ერთხმად ფავორიტებად დასახელებული ნიუ-ინგლენდი 17-14 იქნა დამარცხებული. მენინგი კი მე-4 ნახევრის სიძლიერით კვლავ გამოირჩა. ფინალში კი აღსანიშნავია ჯაიანთსის ბოლო დრაივი.

მენინგი იღებს ბურთს, იხევს ოდნავ უკან, თუმცა მას ორი მეტოქე ეკიდება მაიკაზე, საიდანაც აღწევს თავს, იხევს კვლავ უკან 5 იარდით და ცენტრში აგზავნის ბურთს ტაირის მიმართულებით, რომელიც ცალი ხელით და ჩაფხუტის დახმარებით შეუძლებელ დაჭერას ახორციელებს და გუნდი საბოლოოდ 24 იარდიან ნიშნულამდე მიჰყავს. ბრწყინვალე დრაივი!

მას შემდეგ რაც თამაშის დასრულებამდე 2:42 იყო დარჩენილი პატრიოტსი 14-10 ლიდერობდა. მენინგი კი ლიდერობას კვლავ თავის ტავზე იღებს და 83 იარდიან, გამარჯვების თაჩდაუნ დრაივს ანხორციელებს. 3 & 5 ჯაიანთსი 44 იარდიან ნიშნულთან იყო, როდესაც მენინგი გასაოცრად იძვრენს თავს ორი მეტოქიდან და პასს აკეთებს ტაირის მიმართულებით, ეს უკანასკნელი კი შესანიშნავ დაჭერას ანხორციელებს. ოთხი გთამაშების შემდეგ, პლაქსიკო ბურესი იჭერს 13 იარდიან პასს რასაც თაჩდაუნი მოჰყვება და ნიუ-იორკს 17-14 აწინაურებს, თამაშის დამთავრებამდე 35 წამით ადრე. მენინგი გახდა მეორე ქორტერბექი ნფლ ისტორიაში, რომელმაც 2 წინსვლის თაჩდაუნი დადო სუპერ ბოულის მეო-4 პერიოდში ( პირვლეი ჯოე მონტანა გახდა). მენინგი ასევე გახდა პირველი ქორტერბექი, რომელმაც ბოლო წუთზე, ჩემპიონობის მომტანი თაჩდაუნ პასი განახორციელა (ასევე პრე-სუპერ ბოულის ერაც ითვლება), ეს კი მაშინ როდესაც საჯარიმო დარტყმული გასათანაბრებლად გუნდს არ ყოფნიდა. მომენტალური ჯაიანთსის გამარჯვების შემდეგ, მენინგმა და სამწვრთნელო პერსონალმა მოკლე საუბარი გამართა პრეზიდენტ ჯორჯ ბუსთან.

მენინგი დასახელებული იქნა სუპერ ბოულ XLII-ის ყველაზე ღირებული მოთამაშე. ილაი და მისი ძმა - პეიტონი არიან ერთადერთი ძმები, რომლებმაც ითამაშეს სუპერ ბოულში და შეძლეს არა მხოლოდ სუპერ ბოულში გამარჯვება, არამედ სუპერ ბოულის MVP ტიტული მოიპოვეს, თავის წარტმატებული წლების დროს.

სუპერ ბოულის MVP გამაჯრვების შემდეგ, ილაის გადაეცა შესაძლებლობა 2008 წლის ნებისმიერი კადილაკის მოდელი აერჩია, სადაც მან საბოლოოდ Escalade Hybrid-ზე შეაჩერა არჩევანი. სუპერ ბოულიდან სამი დღის შემდეგ, ის იყო მიწვეული Late Show-ში David Letterman-თან.

2008 წლის სეზონი: NFC აღმოსავლეთ ჩემპიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მენინგი (მარჯვნივ) და მწვრთნელი ტომ კაფლინი (მარცხნივ) პრეზიდენტ ჯორჯ ბუშთან ერთად 2008 წლის 30 აპრილს.

მენინგნმა და ჯაიანთსმა 2008 წლის სეზონი მის დივიზიონის მეტოქე ვაშინგტონ რედსკინთან 16-7 გამარჯვებით დაიწყეს. "ეს იყო ბრწყინვალე სეზონის გახსნა" - განაცხადა მენინგმა, რომელმაც 19 ზუსტად შესრულებული პასი განახორციელა 35-იდან, 216 იარდი დაფარა, ასევე ერთი რაშინგ თაჩდაუნი დადო და მხოლოდ და მხოლოდ ერთხელ იქნა მისი პასი მეტოქის მიერ ჩაჭრილი. ჯაიანთსმა სეზონში მეორეჯერ სენტ ლუის რემსი 41-13 დაამარცხა სადაც მენინგმა 20 ზუსტი პასი, 260 იარდი და 3 თაჩდაუნი დაადებინა 3 სხვადასხვა რისივერს. ეს კი გუნდის ზედიზედ მეოთხე გამარჯვება იყო რემსის წინააღმდეგ. მენინგმა შემდეგ კვირას ჯაიანთს მე-4 პერიოდის კიდევ ერთი კლასი აჩვენა, როდესაც შეძლო 2 თაჩდაუნის დადება და ანგარიში ფრედ 23-23 გახადა, ხოლო დამატებულ დროში კი ჯაიანთსმა 3 ქულიანი საჯარიმო დარტყმული გამოიყენეს და მოიგეს კიდეც. სეზონის მე-4 კვირაში გუნდმა სიეტლ სიიჰოუქსი გაანადგურა 44-6, სადაც მენინგმა 2 თაჩდაუნ პასი და 19/25 ზუსტი პასი განახორციელა, რასაც 267 იარდის დაფარვა მოჰყვა, რამაც ჯაიანთსის ტოტალური იარდი 523 შეადგინა, ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 2002 წლიდან მოყოლებული.

შემდეგ კვირას გუნდმა უსახურად ითამაშა და კლივლენდში 35-14 დამარცხდა, რასაც შემდეგ კვირაში 29-17 გამარჯვება მოჰყვა სან ფრანცისკოს წინააღმდეგ, ხოლო პიტსბურგ სტილერსთან 21-14 გამარჯვება მოახერხეს. მენინგის ლიდერობით გუნდს პირველი შვიდი მატჩის ჩანაწერი 6-1 იყო. მე-8 კვირაში ჯაიანთსმა შეძლო შინ გამარჯვება დალას ქოუბოიზის წინააღმდეგ 35-14, რამაც სეზონის ნახევარზე 7-1 გაიყვანა წინ, მენინგმა კი 3 თაჩდაუნ პასი განახორციელა ამ მატჩში. ნიუ-იორკელებმა გაიუმჯობესეს შედეგი და 8-1 გახადეს მას შემდეგ, რაც 36-31 დაამარცხეს ფილადელფია. მენინგმა 2 თაჩდაუნ პასი მისცა, ხოლო შემდეგი მატჩი კი ლიგის დაცვითი თამაშით ცნობილი ბალტიმორ რევენსი დაამარცხეს 30-10.

2 კვირის შემდეგ, ჯაიანთსი კვლავ შეხვდა სეზონში მეორედ ვაშინგტონ რედსკინს. მენინგმა პირველად მაოხერხა 300 იარდის დაფარვა როდესაც 21/34 პასი შეასრულა, სადაც ასევე 40 იარდიანი ტაჩდაუნ პასი გადასცა ტუმერს. 34 პასიდან კი მას მხოლოდ ერთხელ მოუხერხა მეტოქემ ჩაჭრა. საბოლოოდ სეზონში მეორედ დაამარცხა ჯაიანთსმა 23-7 ვაშინგტონი.

ნოემბერში, მენინგი დასახელებული იქნა თვის NFC თავდასხმის მოთამაშედ, სადაც მან თვის განმავლობაში 1 035 იარდი დაფარა, 10 თაჩდაუნ პასი განახორციელა და 94.9 პასის რეიტინგი ჰქონდა, სადაც გუნდმა 5/5 მოიგო.

მენინგი პირველად იქნა მიწვეული პრო ბოულშI 16 დეკემბერს, ეს კი ჯაიანთსის ქორტერბექის ყოფნა 1993 წლიდან პირველად იყო, როდესაც ფილ სიმსი მონაწილეობდა.

მე-15 კვირას, ილაი და ჯაიანთსი სტუმრობდა ტექსას სტედიუმს, სადაც საბოლოოდ დალას ქოუბოიზმა 20-8 გაიმარჯვა.

მე-16 კვირას კაროლინა პანტერსის წინააღმდეგ ჰქონდა თამაში, სადაც პანტერების 21-10 ლიდეორბის მიუხედავად, გუნდმა შეძლო და 28-28 გაათანაბრა, ხოლო დამატებითში კი თაჩდაუნი დადო და საბოლოოდ გამარჯვება მოიპოვეს. თამაშის პირობები კი ძალიან რთული გამოდგა, რადგან ზამთრის სუსხი სიცივე იყო.

მას შემდეგ რაც ნომერ 1 გუნდი გახდა NFC-ში, თუმცა პირველივე პლეი-ოფის მატჩში გუნდმა ჯაიანთს სტედიუმზე მარცხი განიცადა ფილადელფია იგლსთან 11-23. მენინგმა 15 ზუსტი პასი განახორციელა 29 მცდელობიდან, 169 იარდი დაფარა მაგრამ სამწუხაროდ თაჩდაუნ პასი არ გაუკეთებია, ასევე 2-ჯერ ჩაჭრა მეტოქემ მისი პასი.

2009 წლის სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მენინგი 2009 წლის მატჩის დაწყებამდე გახურებისას.

2009 წლის სეზონი გუნდმა კვლავ დივიზიონის მეტოქე ვაშინგტონ რედსკინთან დაიწყო, სადაც გიგანტებმა 23-16 გაიმარჯვეს. მენინგმა 20/29 ზუსტი პასი შეასრულა, 1 თაჩდაუნ და 1 ჩაჭრით. შემდეგი ტური კი დალასში იმოგზაურეს რომ ქოუბოიზის ახალ სტადიონ ქოუბოიზ სტედიუმზე ჩაეტარებინათ მატჩი. მენინგმა 25/38 ზუსტი პასი განახორციელა, რითაც 330 იარდი დაფარა, 2 თაჩდაუნი მოუტანა გუნდს და მეტოქეს არცერთხელ არ ჩაუჭრია მისი პასი, რამაც საბოლოოდ გიგანტები 33-31 გამარჯვებამდე მიიყვანა. მე-3 კვირაში გუნდი ტამპა ბეიში გაემგზავრა სადაც ბუკანერსთან გამართულ მატჩში ილაიმ 14/24 პასი, 161 იარდი და 2 თაჩდაუნი დაადებინა გუნდს, სადაც ასევე არცერთხელ არ ჩაუჭრია მეტოქეს, საბოლოოდ კი გუნდმა 24-0 გაიმარჯვა.

მე-4 კვირაში, ჯაიანთსი შეხვედრას კანზას სიტი ჩიფსთან მართავდა. შეხვედრას მენინგი კარგად ატარებდა მანამ, სანამ მეოთხე პერიოდში პასის დროს სტივ სმიტი არ დაეჯახებოდა, რამაც მისი ტრავმა გამოიწვია. საბოლოოდ ის მაინც დარჩა მოედანზე და 4 სათამაშო მომენტი კვლავ ჩაატარა და გუნდს 54 იარდიანი თაჩდაუნი დაადებინა ჰაკიმ ნიქსს. მე-5 კვირას გამართულ მატჩში მენინგმა ოკლენდ რაიდერსთან გამართულ შეხვედრაში, 8/10 პასი 173 იარდი და 2 თაჩდაუნი მოუტანა გუნდს სადაც საბოლოოდ 44-7 დასრულდა კიდეც. ეს იყო მის კარიერაში ყველაზე მაღალი შედეგი, როდესაც მან უმაღლესი პასის რეიტინგი მოიპოვა.

5 მატჩიან გამარჯვებების სერიას, ჯაიანთსისთვის ცუდი პერიოდი მოჰყვა, რამაც 4 მატჩიანი წაგებების სერიაც გამოიწვია ნიუ ორლეან სეინსთან, არიზონა კარდინალსთან, ფილადელფია იგლსთან და სან დიეგო ჩარჯერთა. მე-11 კვირაში კი გუნდმა ატლანტა ფალკონსი დამატებით დროში 34-31 დაამარცხა. ფალკონთან გამართულ შეხვედრაში, მენინგმა კარიერის ყველაზე მაღალი 384 იარდი დაფარა პასით, რასაც 3 თაჩდაუნი და 1 მეტოქის მიერ ჩაჭრა მოჰყვა.

მადლიერების დღეს გამართულ შეხვედრაში, ჯაიანთსი დენვერში ჩავიდა სადაც ბრონკოსთან 26-6 დამარცხდა. მენინგმა ანგარიშზე 24/40 პასი, 230 იარდი ჩაიწერა მაგრამ არც ერთი თაჩდაუნ პასი არ გაუხორციელებია და ერთხელ ჩაუჭრეს პასი. მე-14 კვირას კი დივიზიონის მეტოქე ფილადელფია იგლსთან ითამაშეს, სადაც ჯაიანთსი 45-38 დამარცხდა, რომელიც დაწყებიდანვე ძალიან ახლო თამაში იყო. მენინგმა კარიერის ყველაზე მაღალი 391 იარდი დაფარა, რასაც 3 თაჩდაუნი და არც ერთი ჩაჭრა მოჰყვა, თუმცა სამწუხაროდ გუნდმა მაინც ვერ შეძლო გამარჯვება. შემდეგ კვირაში კი ჯაიანთსი დომინირებდა რედსკინსის წინააღმდეგ სადაც გიგანტებმა 45-12 გაიმარჯვეს. მენინგმა ასევე მოუგო მის ძმა პეიტონ მენინგს პრო ბოულში, რაც მისთვის პირველი გამოცდილება იყო.

შემდეგ კვირას ჯაიანთს სტედიუმზე ბოლო მატჩი გამართა გუნდმა, სადაც გუნდმა სამარცხვინო 41-9 წაგება მიიღეს კაროლინა პანტერების წინააღმდეგ, რასაც ერთი კვირის შემდეგ იგივე განმეორდა და მინესოტა ვიკინგთან რეგულარული სეზონის საფინალო მატჩში 44-7 დამარცხდა. მენინგმა მატჩის შემდეგ ბოდიში მოიხადა გულშემატკივრის წინაშე მათი უსახო თამაშის გამო.

მენინგმა 2009 წლის სეზონი კერიერის უმაღლესად დაასრულა, რაშიც შედიოდა: 4 021 პასით დაფარული იარდი, 27 თაჩდაუნი და 62.3 შესრულებული პასი, რამაც საპასო რეიტინგში 93.1 მოუტანა.

2010 წლის სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მენინგი ჰიუსტონ ტექსანსის წინააღმდეგ 2010 წლის ოქტომბერში.

16 აგვისტოს წინა სასეზონო მატჩში ნიუ-იორკ ჯეტსის წინააღმდეგ, მენინგი შეეჯახა ბრენდონ ჯეიკობს მას მერე რაც, კელვინ პეისმა მოახერხა მისი ჩაფხუტის დაზიანება. მას შემდეგ ილაი ჯიმ ლეონარდის სახის ნიღბით გამოვდა. საბოლოოდ კი მენინგი იქნა დაზიანებული რამაც მას 12 ნაკერის დადება მოუწია, მატჩი კი დროზე ადრე დატოვა.

2010 წლის NFL სეზონი გუნდმა 10-6 დაამთავრა ინდიანაპოლის კოლტთან, ტენესი ტიტანთან, დალას ქაუბოიზთან, ფილადელფია იგლსთან და გრინ ბეი პეკერსთან დამარცხებით. ბოლო მატჩში ილაი ლიდერობდა გუნდს 17-14 ვაშინგტონ რედსკინსის წინააღმდეგ, თუმცა მას შემდეგ რაც გაირკვა რომ გრინ ბეი პეკერსმა 10-3 მოიგო ჩიკაგო ბეარსთან, გიგანტებმა პლეი-ოფი გამოტოვეს. პეკერსი კი საბოლოოდ სუპერ ბოულ XLV გამარჯვებულები გახდნენ. მენინგმა სეზონი 4 002 იარდის, კარიერაში ყველაზე მაღალი 31 თაჩდაუნით და ასევე კარიერაში ყველაზე მაღალი 25 მეტოქის ჩაჭრით დაამთავრა ხოლო პროცენტულად 62.5 შესრულებული პასი.

2011 წლის სეზონი: მეორე სუპერ ბოულის ჩემპიონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

პრე-სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის აგვისტოში პატარა პოლემიკა წარმოიშვა მას შემდეგ რაც მენინგს Michael Kay Show-ში წამყვანმა მაიკლ კეიმ კითხა: შედიოდა თუ არა ილაი "ტოპ 10 ან ტოპ 5-ეულში" ქორტერბექის იგივე კლასში, სადაც ტომ ბრეიდი იყო, რაზეც ილაიმ შემდეგი განცხადება გააკეთა:

მე ჩემ თავს ამ კლასში ვთვლი. ტომ ბრეიდი არის საუკეთესო ქორტერბექი... მე ვფიქრობ ახლა ის იზრდება და ხდება უკეთესი და უკეთესი ყოველწლიურად, რასაც ასევე მე ვცდილობ გავაკეთო. ასევე ვიმედოვნებ რომ შემდეგი 7 წლის მანძილზე ჩემი ქორტერბექის კარიერა იქნება საუკეთესო.

მის განცხადებას დიდი კრიტიკა მოჰყვა, სადაც მის მომავალს კი არა წარსულის სტატისტიკას უხსენებდნენ, სადაც თუნდაც წინა სეზონში მან 25 მეტოქიეს მიერ ჩაჭრილი პასი ჰქონდა. თუმცა მენინგმა მხარდაჭერა მის მთავარ მწვრთნელ ტომ კაფლინისგან და თანაგუნდელ რისივერ ჰაკიმ ნიქსისგან მიიღო. სეზონის მოგვიანებით კი დალას ქაუბოიზს დაცვის კოორდინატორმა მენინგის ციტატის შესახებ ისაუბრა, სადაც მან განაცხადა, "რა საკვირველია" ილაი ელიტარულ ქორტერბექებში შედის.

რეგულარული სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2011 წლის სეზონი ჯაიანთსმა ნელი სტარტით დაიწყო,სადაც პირდაპირ მეტოქე ვაშინგტონ რედსკინთან 28-14 დამარცხდა, რომელიც ორივე გუნდის ქომაგებისთვის ემოციური იყო რადგან 11 სექტემბრის 10 წლისთავზე იმართებოდა მატჩი. მენინგმა 18 პასი შეასრულა 32იდან და 268 იარდი დაფარა, მაგრამ მე-3 პერიოდში რაიან კერიგენის მიერ იქნა მისი პასი ჩაჭრილი და შესაბამისად გუნდს თაჩდაუნი დაუდო. ამ მატჩის შემდეგ, ჯაიანთსი ზედიზედ 3 შეხვედრას იგებს, ერთ-ერთი მათგანი კი მეტოქე ფილადელფია იგლსთან. ამ ზედიზედ 3 მოგების დროს, მენინგმა სტატისტიკა გაიუმჯობესა სადაც 8 თაჩდაუნი და მხოლოდ 1 ჩაჭრა ჩაიწერა.

მას შემდეგ რაც გუნდმა სტარტის შემდეგ 6-2 დააგროვა, რომელშიც ასევე შედის ბოლო წუთზე 24-20 გამარჯვება ნიუ-ინგლენდ პეტრიოტსის დამარცხება. ჯაიანთი ჩაება მძიმე განრიგში, სადაც სან ფრანცისკო 49ერსთან, ნიუ-ორლეან სეინტსთან, გრინ ბეი პეკერსთან სამი ზედიზედ მარცხი იწვნია, ასევე ამ მატჩებს შორის ჯაიანთსმა საშინაო მატჩი ფილადელფია იგლსთან წააგო. მიუხეადვად ამისა, წინა სეზონებისგან განსხვავებით ჯაიანთსმა უფრო ძლიერად დაამთავრა სეზონი, საიდანა გუნდმა ბოლო 4 მატჩიდან 3-ში შეძლო გამარჯვება, მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი გამარჯვება თანაქალაქელ მეტოქე ნიუ-იორკ ჯეტსთან იყო, ასევე ორჯერ დივიზიონის მეტოქე დალას ქაუბოიზთან. საფინალო მატჩში კი რომელიც დალას ქაუბოიზთან იმართებოდა, მენინგმა 346 იარდი დაფარა და 3 თაჩდაუნი დაადებინა გუნდს, რითაც გუნდმა NFC აღმოსავლეთი მოაგებინა და მისცა საშუალება გასულიყო ფლეი-ოფშI ბოლო 3 წლის მანძილზე პირველად.

2011 წლის პლეი-ოფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

2012.

ჯაიანთსი 2011 წლის ფლეი-ოფშI შევიდა როგორც უიღბლოები, რადგან ყველაზე ნაკლები გამარჯვება NFC გუნდებს შორის ზუსტადაც რომ გიგანტებს ჰქონდათ. მიუხედავად ამისა, მენინგი და მისი გუნდი კიდევ ერთხელ დემონტრირებას ახდენენ თავისი კლასისა სეზონის მეორე ნახევარში. პირველი შეხვედრა გუნდმა ვაილდქარდზე ატლანტა ფალკონის წინააღმდეგ გამართა, რომელიც გიგანტებისთვის ადვილი გასეირნება გამოდგა და 24-2 გაიმარჯვა, ამის შემდეგ კი მოქმედ ჩემპიონ გრინ ბეი პეკერს შეხვდა, საიდანაც გამარჯვებული NFC ჩემპიონის მატჩში გადიოდა. ჯაიანთსა შეძლო ამ მატჩში გამარჯვება, სადაც ილაიმ 21 შესრულებული პასი ჩაიაწერა 33 პასიდან, 3 თაჩდაუნი და 1 მეტოქის მიერ ჩაჭრა. შემდეგ კვირას კი გუნდი NFC ჩემპიონის ტიტულისთვის სან ფრანცისკო 49ერსს ხვდება, სადაც შანსი ეძლევა გიგანტებს რომ რეგულარული სეზონის შური იძიოს. თამაში საბოლოოდ დამატებით დროში გადავიდა სადაც გიგანტებმა 20-17 გაიმარჯვეს. 4 წლის მანძილზე კი მეორედ მიეცა საშუალება გასულიყო სუპერ ბოულში, სადაც ფაქტობრივად იგივე მეტოქე შეხვდა რომელიც 4 წლის წინ დაამარცხა. ჯაიანთსი ასევე შევიდა ისტორიაში, რომელმაც უფრო მეტი ქულა დაადებინა მეტოქეს, ვიდრე თვითონ შეძლო რეგულარულ სეზონში (394 ქულა გაიტანეს, 400 ქულის მოპოვების საშუალება კი მეტოქეს მისცეს), ამის შემდეგ კი მაინც შეძლეს სუპერ ბოულში გაღწევა.

სუპერ ბოული XLVI[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეს სუპერ ბოული შევიდა ყველაზე ყურებადი სატელივიზიო გადაცემად ამერიკის ისტორიაში, სადაც მენინგმა კვლავ აიღო ლიდერობა თავის თავზე და კიდევ ერთხელ შეძლო ფავორიტი ნიუ-ინგლენდ პეტრიოტსის დამარცხება 21-17. მენინგის ანგარიშზე კი ეს მეორე სუპერ ბოული გახდა, ხოლო გუნდის არსებობის ისტორიაში კი მე-4.

"მე ვუყვიროდი (ბრედშოუს) 'არ გაიტანო, არ გაიტანო' " განაცხადა მენინგმა.. "ის ცდილობდა გაჩერებულიყო, მაგრამ საბოლოოდ დაეცა ზონის დასასრულში."

— აღწერს ილაი აჰმედ ბრედშოუს მიერ დადებულ გამარჯვების თაჩდაუნს.

მას შემდეგ რაც თამაშის დასრულებამდე რამდენიმე წუთით ადრე პეტრიოტსი 17-15 იგებდა, მენინგმა კიდევ ერთხელ აიღო გუნდის ლიდერობა თავის თავზე და დაეხმარა გუნდს 88 იარდის გავლაში რაც საბოლოოდ გამაჯრვბეის თაჩდაუნით დამთავრდა, რასაც ბევრი "შემთხვევითობას" უწოდებს. 21-17 დაწინაურების შემდეგ კი პეტრიოტს რამდენიმე წამი ჰქონდა დარჩენილი თაჩდაუნის დადებისთვის, თუმცა ტომ ბრეიდის ლიდეორბა და პასი მისმა თანაგუნდელებმა ვერ გამოიყენეს რის შედეგადაც საბოლოოდ ტაბლოზე 21-17 დაფიქსირდა ჯაიანთსის გამარჯვებით.

როგორც 4 წლის წინ, ამჯერადაც ილაი დასახელებული იქნა სუპერ ბოულ XLVI ყველაზე ღირებულ მოთამაშედ, რომელიც ზედიზედ მესამე ქორტერბექი გახდა ვინც ეს ჯილდო მოიპოვა. ჯაიანთსი ასევე პირველი გუნდი გახდა რომელსაც 10 მოგება ჰქონდა 16 მატჩიან რეგულარულ სეზონში, მაგრამ შეძლო სუპერ ბოულის მოგება.

სუპერ ბოულში გამარჯვების შედეგად, მენინგმა და ჯაიანთსმა უფლება მოიპოვეს გაემართათ პარადი მანჰეტენის ტერიტორიაზე ქალაქის მერ მაიკლ ბლუმბერგთან ერთად.

სტატისტიკა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რეგულარული სეზონი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

G = ჩატარებული მატჩი; GS = სასტარტოში დაწყება; Att = მცდელობა; Comp = შესრულებული; Pct = პროცენტულად; Yds = დაფარული იარდი; Y/A = იარდი ერთ მცდელობაში; TD = თაჩდაუნი; Int = მეტოქის მიერ ხელში ჩაგდება; Rtg = რეიტინგი; Att = მცდელობა; Yds = იარდი; Avg = საშუალო; TD = თაჩდაუნი; Sack = ტოტალური საკი; YdsL = იარდის დაკარგვა საკის დროს; Fum = ფამბლი; FumL = ფამბლის დაკარგვა;

წელი გუნდი G GS პასი რაში საკი ფამბლი
Att Comp Pct Yds Y/A TD Int Rtg Att Yds Avg TD Sack YdsL Fum FumL
2004 NYG 9 7 197 95 48.2 1043 5.3 6 9 55.4 6 35 5.8 0 13 83 3 1
2005 NYG 16 16 557 294 52.8 3762 6.8 24 17 75.9 29 80 2.8 1 28 184 9 2
2006 NYG 16 16 522 301 57.7 3244 6.2 24 18 77.0 25 21 0.8 0 25 186 9 2
2007 NYG 16 16 529 297 56.1 3336 6.3 23 20 73.9 29 69 2.4 1 27 217 13 7
2008 NYG 16 16 479 289 60.3 3238 6.8 21 10 86.4 20 10 0.5 1 27 174 5 2
2009 NYG 16 16 509 317 62.3 4021 7.9 27 14 93.1 17 65 3.8 0 30 216 13 8
2010 NYG 16 16 539 339 62.9 4002 7.4 31 25 85.3 32 70 2.2 0 16 117 7 5
2011 NYG 16 16 589 359 61.0 4933 8.4 29 16 92.9 35 15 0.4 1 11 84 8 4
ტოტალი 110 108 3,496 2,036 58.2 24,132 6.9 164 115 82.1 169 334 2.0 4 177 1,261 67 31

პლეი-ოფი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

წელი გუნდი G GS პასი რაში
Att Comp Pct Yds Y/A TD Int Rtg Att Yds Avg TD
2005 NYG 1 1 18 10 55.6 113 6.3 0 3 35.0 0 0 0 0
2006 NYG 1 1 27 16 59.3 161 6.0 2 0 88.7 2 4 2 0
2007 NYG 4 4 119 72 61.3 854 7.2 6 1 95.7 8 10 1.3 0
2008 NYG 1 1 29 15 51.7 169 5.8 0 2 40.7 1 0 0 0
2011 NYG 4 4 163 106 65.0 1219 7.5 9 1 103.3 8 20 2.5 0
ტოტალი 11 11 356 219 61.5 2516 7.1 17 7 89 19 34 1.8 0

ჯილდოები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

კოლეჯში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2001: კონერლის თასი - საუკეთესო კოლეჯის მოთამაშე ფეხბურთელი მისისიპიში;
  • 2001: დეივი ობრაიანიას ჯილდო - დაჯილდოებულია ერის ტოპ ქორტერბექი;
  • 2001: Honorable Mention All-America - ფეხბურთის სიახლეები;
  • 2002: მეორე გუნდი All-America - პრესის მიერ;
  • 2003: მაქვსელის ჯილდო - ერის ტოპ მოთამაშე;
  • 2003: კონერლის თასი – საუკეთესო კოლეჯის მოთამაშე ფეხბურთელი მისისიპიში;
  • 2003: SEC ყველაზე ღირებული ბექი – მირმინგემის ორშაბათ დილის ქორტერბექ კლუბი;
  • 2003: წლის სპორტული პერსონა მისისიპიში - The Clarion-Ledger;
  • 2003: მისისიპის წლის მოყვარული ათლეტი - ჯექსონ თაჩდაუნ კლუბი;
  • 2003: ნაციონალური სკოლები - ათლეტ კლასი - Division I-A QB;
  • 2003: ჯონი უნიტესის ოქროს მხარის ჯილდო - დაჯილდოებული იქნა ერის ტოპ ქორტერბექობისთვის;
  • 2003: SEC წლის საუკეთესო თავდასმხმელი – პრესის და SEC მწვრთნელების მიერ;
  • 2004: SBC კოტონ ბოულ კლასიკის თამაშის საუკეთესო თავდამსხმელი;
  • კოლონელ ირლის ლიდერობის ჯილდო – All-America ფეხბურთის ფონდი;
  • აშშ დღეს - ლუიზიანის წლის საუკეთესო მოთამაშ;
  • პირველი გუნდი All-America – All-America ფონდი;
  • სამხრეთ-აღმოსავლეთ კონფერენციის წლის საუკეთესო მოთამაშე;
  • SEC წლის საუკეთესო მოთამაშე – Commercial Appeal და the SEC მწვრთნელების მიერ;
  • პირველი გუნდი All-SEC – პრესის მიერ;
  • სამხრეთ-აღმოსავლეთ კონფერენციის ტოპ თავდამსმხმელი – თაჩდაუნი კლუბ Atlanta Wally Butts-ს ჯილდო;

პროფესიონალური[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • 2012: სუპერ ბოულ XLVI ყველაზე ღირებული მოთამაშე;
  • 2008: სუპერ ბოულ XLII ყველაზე ღირებული მოთამაშე;
  • 2008: ნოემბრის NFC თვის თავდამსხმელი მოთამაშე;
  • 2009/2011: 2× პრო ბოულში არჩეული;
  • 2011: ნფლ რეკორდი მე-4 ნახევარში ყველაზე მეტი თაჩდაუნ პასი სეზონში - 15;
  • 2011: გაუთანაბრდა ნფლ რეკორდს ყველაზე გრძელი შესრულებული და თაჩდაუნ პასი - 99 იარდი;
  • ინარჩუნებს ნფლ რეკორდს ყველაზე მეტი გასვილითი მოგება ფლეი-ოფში;
  • ყველაზე მეტი დაფარული იარდი პასით ერთ სეზონში - 1219 იარდი 2011 წელს;

ჯაიანთსის რეკორდები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ყველაზე მეტი პასის მცდელობა (სეზონში): 589 (2011 წელს);
  • ყველაზე მეტი შესრულება (სეზონში): 359 (2011 წელს);
  • ყველაზე მეტი პასით დაფარული იარდი (სეზონში): 4,933 (2011 წელს);
  • უგრძესი შესრულებული პასი: 99 იარდი (2011 წელს);
  • ყველაზე მეტი ნასროლის ხელში ჩაგდებული (სეზონი): 25 (2010 წელს), ფრე;
  • ყველაზე მეტი მე-4 ნახევრის თაჩდაუნ პასი (სეზოი): 15 (NFL რეკორდი);
  • ყველაზე მეტი დაწყება როგორც ქორტერბექი: 119'
  • ყველაზე მეტი თანმიმდევრობით შესრულებული პასი: 21 (2011 წელს)'
  • ყველაზე მეტი მატჩის შემოტრიალება მე-4 ნახევარში (სეზონი): 5 (2007 და 2011 წლებში), ფრე;
  • ყველაზე მეტი მატჩის-გამარჯვების დრაივი მე-4 ნახევარში/დამატებით დროში (სეზონი): 6 (2007 და 2011 წლებში);
  • ყველაზე მეტი ფლეი-ოფ კარიერის თაჩდაუნი: 13 (2011 წელს);

მენინგი პოპულარულ კულტურაში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ილაი და მისი ორი ძმა - პეიტონი და კუპერი, ასევე მშობლები არჩი და ოლივია, ყველანი არიან ნამყოფები ტელეკომპანია ESPN-ის გადაცემა "This is SportsCenter"-ში 2006 წლიდან მოყოლებული.
  • 2006 წლის ნფლ კვირის ბილეთის რეკლამაში, ილაი და პეიტონი ბრუნდებიან სახლში რომ იპოვონ არჩი, რადგან გადასცენ მეთ ლეინარტის სიტყვები, რომელმაც აღიარა "ყოველთვის მინდოდა მარცხენა მყოლოდა".
  • ილაი, პეიტონი და კუპერი არიან გადაღებული ამერიკულ ანიმაციურ ფილმ The Simpsons-ში, სადაც ბარტი ოცნებობს ძმების ყოლაზე.
  • ილაი ასევე იქნა გადაღებული პეიტონთან ერთად NFLShop.com და Oreo რეკლამებში.
  • ილაიმ დაიწყო მარტომ გადაღება რეკლამებში Toyota რომელიც New Jersey-ში მდებარეობას და ასევე Reebok-ის რეკლამაში. მან ასევე რამდენიმე შემოთავაზება მიიღო მას შემდეგ რაც სუპერ ბოულ XLII გავიდა.
  • მენინგმა ასევე გამოვიდა სცენაზე კონან ობრაიანთან ერთად რადიო სიტი ჰოლში, რომელიც მიძღვნილი იყო სატელევიზიო შოუ Being Funny-ში 2010 წლის 2 ივნისს.

პირადი ცხოვრება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

მენინგი (ცენტრში) განიხილავს ნათამაშებს გუნდელთან და პერსონალთან ერთად 2010 წლის ოქტომბერში

მენინგი დაიბადა შტატ ლუიზიანას ქალაქ ნიუ ორლეანში. მისი მშობლები ოლივია უილიამსი და ნფლ ქორტერბექი ელიშა არჩიბალდ "არჩი" მენინგი III არიან. ის არის წევრი "სიგმა ნუ" საძმოსი, სადაც 2001 და 2003 წლებში მათი საძმოს წლის საუკეთესო ათლეტად დაასახელეს.

2007 წელს, მენინგი დაქორწინდა ები მაკგრიუზე. მაკგრიუ სწავლობდა სამოდელოზე ნიუ-იორკში. ისინი ერთმანეთს ხვდებოდნენ მას შემდეგ რაც მენინგი ოლე მის-ში თამაშობდა. მენინგს და მაკგრიუს ქორწილი არ ჰქონიათ პომპეზური, მათ San José del Cabo-ში გადაიხადეს, რომელიც მექსიკაში მდებარეობს 2008 წლის 19 აპრილს. მათ ყავთ ქალიშვილი ავა ფრანცესი.

ილაი და პეიტონი მონაწილეობას იღებდნენ დახმარებაში ქარიშხალი კატრინას შემდეგ. მენინგებმა საბოლოო ჯამში 14 000 კგ წყალი, პირველი სახის საკვები, დასაძინებელი საშუალება გააგზავნეს ნიუ ორლეანის მოსახლეობის დასახმარებლად. მისისიპის უნივერსიტეტის სამედიცინო ცენტრ Blair E. Batson Hospital რომელიც ბავშვთა ჰოსპიტალია, მენინგმა 5 წლიანი კამპანიის შემდეგ, 2007 წელს 2.5 მილიონი გადარიცხა მშენებლობისთვის, რომელსაც "ილაი მენინგის საბავშვი კლინიკა" დააარსა. მენინგმა 2007 წელს განაცხადა: "მე ქედს ვიხრი ამ საქმის წინაშე რასაც ისინი აკეთებენ, მე მქონდა საშუალება დავხმარებოდი ამ ყველაფერს 5 წლის მანძილზე, ახლა კი მაქვს საშუალება დავეხმარო და შევქმნა კლინიკა, რომელიც მისისის ოჯახებს დაეხმარება ახლა და კიდევ ბევრი წლის განმავლობაში". ილაის მამა - არჩი ასევე მუშაობდა კატრინას დროს დასახმარებლად.

2009 წელს, ილაი, პეიტონი და არჩი გახდნენ ავტორები საბავშვო წიგნისა Family Huddle, სადაც აღწერილია მარტივი ტექსტებით და ასევე სურათებით, თუ როგორ თამაშობდნენ 3 მენინგი ძმა ფეხბურთს ბავშვობაში (Scholastic Press; illustrations by Jim Madsen).

2010 წელს ნავთის კონტეინერიდან ჩაღვრის შემდეგ, მენინგმა მონაწილეობა მიიღო ამ თემასთან დაკავშირებით სარეკლამო რგოლში, სადაც მის გარდა პეიტონ მენინგი, სანდრა ბალოკი, ჯეკ დელ ტიო, დრიუ ბრისი, ტერი ბრედშო, ემერილ ლაგასი და სხვა ბევრი ცნობილი პერსონა იყო.

2011 წლის თებერვლის დასაწყისში, ილაიმ მონაწილეობა მიიღო Oreo-ს სარეკლამო რგოლში ასევე სხვა პოპულარულ ათლეტებთან ერთად.

ასევე ილაი მენინგი 5 წლის მანძილზე იყო გიდი გოლფ კლასიკისთვის, სადაც მხედველობა უუნარო ხალხი იღებს მონაწილეობას, რომელიც ყველაზე ძველი და ყველაზე დიდი ქველმოქმედებაა ვესტჩესტერის (ნიუ-იორკი) არეაში. ილაის სტუმრობა კი იმით დაიწყო, რომ მისი ოჯახებით ახლო მეგობარი პეტრიკ ბრაუნ უმცროსი, მოზარდის ასაკში დაკარგა მხედველობა. საბოლოოდ კი ყოველწლიურად ეს საქველმოქმედო აქცია 500 000 $ მეტს აგროვებს ხოლმე.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]