სუპერ-ბოული
![]() |
ამ სტატიაში არ არის მითითებული სანდო და გადამოწმებადი წყარო. ენციკლოპედიური სტატია უნდა იყოს გამყარებული სანდო და გადამოწმებადი წყაროებით - გთხოვთ გამართოთ ეს სტატია შესაბამისი წყაროების მითითებით. მასალა გადამოწმებადი წყაროების გარეშე ითვლება საეჭვოდ და შეიძლება წაიშალოს. იმ შემთხვევაში, თუ არ იცით, როგორ ჩასვათ წყარო, იხ. დახმარების გვერდი. სასურველია ამის შესახებ აცნობოთ იმ მომხმარებლებსაც, რომელთაც მნიშვნელოვანი წვლილი მიუძღვით სტატიის შექმნაში. გამოიყენეთ: {{subst:წყაროს მითითება|სუპერ-ბოული}} |
სუპერ-ბოული (ინგლ. Super Bowl) — პროფესიონალურ ამერიკულ ფეხბურთში ეროვნული საფეხბურთო ლიგის (NFL) ჩემპიონატი აშშ-ში. თამაში და მასთან დაკავშირებული ზეიმი-ღონისძიებანი შეადგენს ე. წ. „სუპერ-ბოულ სანდეის“ (აგრეთვე ცნობილი როგორც „სუპერ სანდეი“ - ინგლ. სუპერ კვირადღე), რომელიც წლების განმავლობაში თითქმის დე-ფაქტო ამერიკულ ეროვნულ დღესასწაულად იქცა.
თამაში დაიწყო 1967 წლის იანვარში როგორც აფლ-ეფლ მსოფლიო ჩემპიონატი, რომელშიც ეფლ ჩემპიონი გუნდი ეთამაშა უფრო ახალგაზრდა მოპაექრე ამერიკის საფეხბურთო ლიგის (აფლ) გამარჯვებულს „მსოფლიო ჩემპიონი პროფესიონალურ ფეხბურთში“ წოდებისთვის. 1970 წელს ორივე ლიგის გაერთიანების შემდეგ სუპერ-ბოული გახდა ეფლ-ს ჩემპიონთა თამაში. მას შემდეგ ღონისძიება ყოველწლიურად ტარდება კვირა დღეს პლეიოფების შემდეგ, თავდაპირველად ადრე-იანვარში, შემდეგ გვიან იანვარში, ხოლო 2002 წლიდან კი თებერვლის პირველ კვირადღეს.