ივერი სუბელიანი
იერსახე
სტატიას ან სექციას სჭირდება განახლება. |
ივერი სუბელიანი | |
---|---|
ეროვნება | ქართველი |
დაბადების თარიღი | 8 აგვისტო, 1977 |
დაბადების ადგილი | მესტია, საქართველოს სსრ, სსრკ |
კუთვნილება | საქართველო |
ჯარის სახეობა | სახმელეთო ჯარები |
სამხედრო სამსახურის წლები | 2001 — დღემდე |
წოდება | პოლკოვნიკი |
ბრძოლები/ომები | რუსეთ-საქართველოს ომი (2008) |
ჯილდოები |
ივერი სუბელიანი (დ. 8 აგვისტო, 1977, მესტია) — ქართველი სამხედრო მოღვაწე, პოლკოვნიკი. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე და სახმელეთო ჯარების სარდლის მოვალეობის შემსრულებელი. ვახტანგ გორგასლის I ხარისხისა და ღირსების ორდენების კავალერი.
ბიოგრაფია
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]დაიბადა 1977 წლის 8 აგვისტოს, 1997-2001 წლებში სწავლობდა საქართველოს თავდაცვის სამინისტროს გაერთიანებულ სამხედრო აკადემიაში და მიიღო ისტორიის მასწავლებლის სპეციალობა, პარალელურად სახმელეთო არტილერიის ჯარების სამეთაურო- ტაქტიკური სპეციალობა.
ჰყავს მეუღლე ნონა კვიციანი და ორი შვილი დავითი და ნიკოლოზი[1]. ქართულის გარდა ფლობს ინგლისურსა და რუსულს.
სამუშაო გამოცდილება
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 1997 - 2001 — გაერთიანებული სამხედრო აკადემიის კურსანტი, საქართველოს თავდაცვის სამინისტრო;
- 2001 - 2003 — მე-2 სასწავლო ასეულის (მე-4 კურსი) მე-4 ოცეულის მეთაური, კურსანტთა სასწავლო ბატალიონი, თავდაცვის ეროვნული აკადემია;
- 2003 - 2004 — მექანიზირებული ასეულის ნაღმმტყორცნელთა ოცეულის მეთაური, 114-ე შერეული სატანკო ბატალიონი, მე-11 მექანიზირებული ბრიგადა;
- 2004 — საარტილერიო კოორდინაციის ოფიცერი, შერეული სატანკო ბატალიონის შტაბი, მე-11 მექანიზირებული ბრიგადა;
- 2004 - 2005 — საარტილერიო კოორდინაციის ოფიცერი, ჯავშანსატანკო ბატალიონის შტაბი, 1-ლი ქვეითი ბრიგადა;
- 2005 - 2006 —32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბის უფროსი, მე-3 ქვეითი ბრიგადა;
- 2006 — საცეცხლე დაგეგმარების ოფიცერი, G-3 ოპერატიული სამმართველო, სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბი;
- 2006 — დაგეგმარების განყოფილების უფროსი ოფიცერი, G-2 დაზვერვის სამმართველო, სახმელეთო ჯარების სარდლობის შტაბი;
- 2006 - 2008 — 32-ე მსუბუქი ქვეითი ბატალიონის შტაბის უფროსი, მე-3 ქვეითი ბრიგადა, სახმელეთო ჯარები;
- 2008 — მე-4 ქვეითი ბრიგადის შტაბის უფროსი, სახმელეთო ჯარები;
- 2008 - 2009 — მე-4 ქვეითი ბრიგადის მეთაურის მოადგილე, სახმელეთო ჯარები;
- 2009 - 2010 — მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაური, სახმელეთო ჯარები;
- 2010 — 1-ლი ქვეითი ბრიგადის მეთაური, სახმელეთო ჯარები;
- 2010 - ივლისი, 2011 — სახმელეთო ჯარების სარდლის პირველი მოადგილე;
- 2011 წლის ივლისიდან - დღემდე — გაერთიანებული შტაბის უფროსის მოადგილე, საქართველოს შეიარაღებული ძალები;
- 2011 წლის ნოემბრიდან - დღემდე — სახმელეთო ჯარების სარდლის მ/შ, საქართველოს შეიარაღებული ძალები.
ჯილდოები
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- 2008 — მე-3 ხარისხის უწყებრივი მედალი;
- 2009 — მე-2 ხარისხის უწყებრივი მედალი;
- 2009 — მედალი „გენერალი კვინიტაძე“;
- 2009 — სამსახურებრივი საშტატო იარაღი;
- 2010 — მედალი „გენერალი მაზნიაშვილი“;
- 2010 — ვახტანგ გორგასლის I ხარისხის ორდენი;
- 2010 — ღირსების ორდენი.
რესურსები ინტერნეტში
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]სქოლიო
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ↑ საჯარო სამსახურის ბიურო თანამდებობის პირის ქონებრივი მდგომარეობის დეკლარაცია - ივერი სუბელიანი. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2016-03-04. ციტირების თარიღი: 2015-01-09.