ივანე ცხოვრებოვი
ივანე დავითის ძე ცხოვრებოვი | |
---|---|
ეროვნება | ოსი |
დაბადების თარიღი | 2 თებერვალი, 1913 |
დაბადების ადგილი | ალიბარი, გორის მაზრა, ტფილისის გუბერნია, რუსეთის იმპერია |
გარდაცვალების თარიღი | 18 დეკემბერი, 1943 (30 წლის) |
კუთვნილება |
![]() |
სამხედრო სამსახურის წლები | 1936–1938, 1942–1943 |
წოდება | უმცროსი ლეიტენანტი |
ნაწილი | უკრაინის მე-3 ფრონტი |
მეთაურობდა | 1118-ე მსროლელი პოლკის ოცეულს |
ბრძოლები/ომები | დიდი სამამულო ომი |
ჯილდოები |
![]() ![]() |
ივანე დავითის ძე ცხოვრებოვი [დ. 2 თებერვალი, 1913, სოფ. ალიბარი (ან თიღვა), ახლანდ. თიღვის მუნიციპალიტეტი — გ. 18 დეკემბერი, 1943] — საბჭოთა კავშირის გმირი, უმცროსი ლეიტენანტი (1943). სკკპ წევრი 1943 წლიდან.
დაიბადა გლეხის ოჯახში. ეროვნებით ოსი. დაამთავრა 7 კლასი. შემდგომ კოლმეურნეობაში მუშაობდა მოანგარიშედ. 1936–1938 წლებში მსახურობდა წითელ არმიაში. 1939–1941 მუშაობდა ზნაურის საშუალო სკოლაში მასწავლებლად (სამხედრო ხელმძღვანელად).
დიდი სამამულო ომის (1941–1945) ფრონტზე იბრძოდა 1942 წლის ივლისიდან. მეთაურობდა 1118-ე მსროლელი პოლკის (333-ე მსროლელი დივიზია, მე-6 არმია, უკრაინის მე-3 ფრონტი) ოცეულს. 1943 წლის 26 ნოემბრის ღამეს ოცეულთან ერთად პირველმა გადალახა მდინარე დნეპრი სოფელ კანევსკოეს რაიონში (ზაპოროჟიეს რაიონი, ზაპოროჟიეს ოლქი, უკრაინა) და ორი დღის განმავლობაში ეჭირა ხაზი, რითაც უზრუნველყოფდა პოლკის სხვა ქვედანაყოფების მიერ მდინარის გადალახვას. გადალახვის დროს ბრძოლებში გამოჩენილი მამაცობისათვის 1944 წლის 22 თებერვალს (სიკვდილის შემდეგ) მიენიჭა საბჭოთა კავშირის გმირის წოდება.
დაიღუპა ბრძოლაში, 1943 წლის 18 დეკემბერს. დაკრძალულია კანევსკოეში.
დაჯილდოებულია ლენინის ორდენით.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჩინჩილაკაშვილი ტ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 11, თბ., 1987. — გვ. 258.
- Герои Советского Союза: Краткий биографический словарь / Пред. ред. коллегии И. Н. Шкадов. — М.: Воениздат, 1988. — Т. 2 /Любов — Ящук/. стр. 704 — 863 с. — 100 000 экз. — ISBN 5-203-00536-2.
რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ივანე ცხოვრებოვი საიტზე „ქვეყნის გმირები“ (რუსული).