შინაარსზე გადასვლა

ივანე ურჯუმელაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ივანე ურჯუმელაშვილი
დაბადების თარიღი 16 ივნისი, 1920(1920-06-16)
დაბადების ადგილი გორი, საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
გარდაცვალების თარიღი 8 ივლისი, 1984(1984-07-08) (64 წლის)
გარდაცვალების ადგილი თბილისი, საქართველოს სსრ, სსრკ
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი
მოქალაქეობა  საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკა
 სსრკ
ჯილდოები წითელი ვარსკვლავის ორდენი

ივანე (ვანო) გიორგის ძე ურჯუმელაშვილი (დ. 16 ივნისი, 1920, გორი — გ. 8 ივლისი, 1984, თბილისი) — ქართველი მწერალი.

გორში დაამთავრა საშუალო სკოლა და აქვე განაგრძო სწავლა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, მაგრამ 1941 წელს გაწვეულ იქნა მეორე მსოფლიო ომში. 1945 წელს გადაყვანილ იქნა შორეულ აღმოსავლეთში და ჯერ იაპონელებს ებრძოდა და საბოლოოდ კი, კორეაში მოხვდა. საბოლოოდ ინსტიტუტი დაამთავრა 1949 წელს. 1952 წელს „ლიტერატურულ გაზეთში“ გამოქვეყნდა პირველი მოთხრობა „დღეები კორეაში“. იმავე წელს გამოვიდა მწერლის პირველი წიგნი „მორანბონი“. შემდგომ გამოქვეყნდა მოთხრობების კრებულები: „სუვოროველები“ (1954, 1968), „გზააბნეული“ (1956), „დედაშვილობა“ (1983), „უცნობი ჯარისკაცი“, „თანატოლები“, „არაბულა“, „სამხრეთის ვარსკვლავი“ (1963, 1971), „ერთ ზაფხულს“, „ჭიამაია“ (1966), „ფერისცვალება“ (1971, 1981), „მოსკოვი ქვეყნად ერთია“ (1975), „ჯვარცმა“ და სხვა. ცხინვალის სახელმწიფო და თბილისის მუსკომედიის თეატრებში წლების მანძილზე წარმატებით იდგმებოდა მისი პიესები „ვახშამზე“ და „მძახალი“. მანვე თარგმნა გიორგი მარკოვის დიდტანიანი რომანი „ციმბირი“ და სხვა რუსი ავტორების თხზულებანი. თავად მისი ნაწარმოებები თარგმნა რუსულ. სომხურ, აზერბაიჯანულ, ოსურ, კორეულ, რუმინულ ენებზე.

დაჯილდოვებული იყო წითელი ვარსკვლავის ორდენით და მედლებით. დაკრძალულია მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

  • ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 10, თბ., 1986. — გვ. 182-183.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 333, თბ., 1994

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]