იანოშ არანი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
იანოშ არანი (მხატვარი მიკლოშ ბარაბაში, 1884)

იანოშ არანი (უნგრ. Arany János) (დ. 2 მარტი, 1817, ნადსალონტა, ახლანდ. ბიჰორის ჟუდეცი, რუმინეთი, — გ. 22 ოქტომბერი, 1882, ბუდაპეშტი) — უნგრელი პოეტი.

აქტიურად მონაწილეობდა უნგრეთის 1848-1849 წლების რევოლუციაში. საბრძოლო სულისკვეთებით გამსჭვალულ მის ბევრ ლექსს იმ დროს მთელ უნგრეთში მღეროდნენ. რევოლუციის დამარცხება არანიმ ეროვნულ კატასტროფად აღიქვა და თავისი მეგობრის, პოეტ შანდორ პეტეფის სიკვდილთან ერთად მის შემოქმედებას სევდისა და წუხილის განწყობილებად გაჰყვა („ბუდას სიკვდილი“, 1864; „უელსელი ბარდები“, 1857 და სხვ.). რევოლუციის შემდეგ არანი მასწავლებლად მუშაობდა, რედაქტორობდა პეშტში გამომავალ ლიტერატურულ გაზეთს, იყო უნგრეთის აკადემიის წევრი და ერთხანს გენერალური მდივანიც. არანის უმთავრესი ნაწარმოებია ეპიკური პოემა-ტრილოგია: „ტოლდი“ (1846), „ტოლდის საღამო“ (1848), „ტოლდის სიყვარული“ (1878). პოემაში XIV საუკუნის სახალხო გმირის მიკლოშ ტოლდის თავგადასავალია აღწერილი. გარდა ორიგინალური პოეტური თხზულებებისა, არანის ეკუთვნის ასევე შექსპირისა და არისტოფანეს თარგმანები. ქართულად თარგმნილია არანის ზოგიერთი ლექსი (მთარგმნელი დალილა ბედიანიძე).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]