კრიპტომერია
იერსახე
კრიპტომერია | ||||||||||||
---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|---|
იაპონური კრიპტომერია | ||||||||||||
მეცნიერული კლასიფიკაცია | ||||||||||||
| ||||||||||||
ლათინური სახელი | ||||||||||||
Cryptomeria | ||||||||||||
|
კრიპტომერია, (ლათ. Cryptomeria) — მარადმწვანე წიწვოვანი მცენარის გვარი ტაქსოდიუმისებრთა ოჯახისა. შეიცავს 1 სახეობას — იაპონურ კრიპტომერიას (ლათ. Cryptomeria japonica).
50 მ-მდე სიმაღლის ხეა. სამშობლოში (იაპონია, ჩინეთი) კრიპტომერია მთებში წმინდა კორომებს ქმნის. ყოფილ სსრკ-ში კრიპტომერიას ძირითადად კავკასიაში შავი ზღვის სანაპიროს და ყირიმის ბაღებსა და პარკებში აშენებენ. დასავლეთ საქართველოში (ძირითადად აჭარაში) მას იყენებენ ქარსაფარ ზოლებად.
კრიპტომერიის რბილი, მსუბუქი, ძნელად ლპობადი, ზოგჯერ ლამაზსურათიანი მერქანი ადვილი დასამუშავებელია და წყალქვეშა ნაგებობებისა და ავეჯისათვის იყენებენ.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- მიქელაძე ი., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 6, თბ., 1983. — გვ. 34.