თქმულებები ჯედაებზე: სითთა ბნელი მბრძანებლები

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
„თქმულებები ჯედაებზე: სითთა ბნელი მბრძანებლები“
ინფორმაცია გამოცემაზე
გამომცემელი კომპანია Dark Horse Comics
თემა ვარსკვლავური ომები
ჟანრი სამეცნიერო ფანტასტიკა/კოსმოსური ოპერა
პერიოდულობა ყოველთვიური
ფორმატი სიუჟეტური თაღი
ქვეყანა აშშ
ენა ინგლისური
გამოცემების რაოდ. 6
გაფართოებული სამყარო
ეპოქა სითები
სერია თქმულებები ჯედაებზე
გალაქტიკური წელი 3,997 იბ
კანონი C
წინა „თქმულებები ჯედაებზე: ფრიდონ ნადის ამბოხება“
შემდეგი „თქმულებები ჯედაებზე: სითების ომი“
სცენარის ავტორი ტომ ვეიტჩი
კევინ ჯ. ანდერსონი
გარეკანის ავტორ(ებ)ი ჰიუ ფლემინგი
კონტური კრის გოსეტი
არტ ვეთერელი
მელანი მაიკ ბარეირო
ჯორდი ენსაინი
ფერი პამელა რემბო
შრიფტი უილი შუბერტი

თქმულებები ჯედაებზე: სითთა ბნელი მბრძანებლები“ (ინგლ. „Tales of the Jedi: Dark Lords of the Sith“) — ექვსნაწილიანი სიუჟეტური თაღი კომიქსების სერიაში თქმულებები ჯედაებზე. მისი სცენარის ავტორები არიან ტომ ვეიტჩი და კევინ ჯ. ანდერსონი. პირველი ნომერი გამომცემლობამ Dark Horse Comics გაყიდვაში 1996 წლის 1 თებერვალს გამოუშვა.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ამ კომიქსებში მოქმედება ხდება ვარსკვლავური ომების გალაქტიკაში იავინის ბრძოლამდე 3.997 წლით ადრე. მასში მოთხრობილია ულიკ ქელ-დრომას შემდგომი თავგადასავლებისა და ექსარ კუნის, სითთა ბნელი მბრძანებლის შესახებ. ასევე სიუჟეტის ძირითად ხაზს წარმოადგენს ჯედაების, ულიკ ქელ-დრომას და ნომი სანრაიდერის მცდელობები, დაიმორჩილონ ძალის ბნელი მხარე. სატალი და ალემა, წარმოდგენილი წინა სერიაში, თქმულებები ჯედაებზე: ფრიდონ ნადის ამბოხება, ამ თავებში უკვე აკონტროლებენ ძალის ბნელ მხარეს, რათა მისი დახმარებით გავლენა იქონიონ სხვებზეც. ასევე მოთხრობილია ექსარ კუნის ბნელ მხარეს მოქცევის, ფრიდონ ნადის სულის ხელმეორედ განადგურებისა და ულიკისა და ექსარის მოკავშირეებად ჩამოყალიბების შესახებ.

გამოცემები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • სითთა ბნელი მბრძანებლები: ძალის ოსტატები და მოწაფეები
  • სითთა ბნელი მბრძანებლები: სითების ძიება
  • სითთა ბნელი მბრძანებლები: დაშვება ბნელ მხარეს
  • სითთა ბნელი მბრძანებლები: ბნელი ჯედაის სიკვდილი
  • სითთა ბნელი მბრძანებლები: სითთა საიდუმლოება
  • სითთა ბნელი მბრძანებლები: ჯედაების იერიში

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]