ძალა (ვარსკვლავური ომები)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ძალა — მნიშვნელოვანი ძალა ვარსკვლავური ომების სამყაროში. ამ სამყაროს შესახებ გადაღებულ ფილმების სერიაში, წიგნებში, კომიქსებსა და სხვა პროდუქციაში ძალა აღწერილია, როგორც „ცოცხალი არსებების მიერ შექმნილი ენერგეტიკული ველი, რომელიც მოგვიცავს, ჩვენშია და გალაქტიკას აერთინებს.“ ძალის მფლობელი და პიროვნება, რომელსაც მისი მართვა შეუძლია, საკუთარ თავში განავითარებს ტელეკინეზის, ლევიტაციის, ჰიპნოზის, მომავლის ხილვის და სხვა ტიპის თვისებებს.

ითვლება, რომ ძალასთან კავშირი ორგანიზმში სიმბიოტური უჯრედების, მიდიქლორიანების შემცველობას უკავშირდება (თუმცა ისინი პირველად ნახსენებია ფილმში „ფარული საფრთხე“). თუმცა, გარდა ამისა, აუცილებელია სწავლა. ჯედაების ორდენის საბჭო თვლიდა, რომ ძალის ათვისება მის მფლობელს უნდა დაეწყო ბავშვობისას. გამომუშავებული იქნა მიდიქლორიანებიანი ბავშვების ძიების სისტემაც. მშობელთა ნებართვით ორდენს ასეთი ბავშვები თან მიჰყავდა.

ვარსკვლავური ომების სამყაროში მიღებულია ფრაზა „May the Force be with you“ (ქართ. დაე, ძალა იყოს შენთან), რომელიც იქცა სლენგის ნაწილად და სერიის მოყვარულებს შორის საკულტო სტატუსი აქვს შეძენილი.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]