თოხთის წმინდა მარინეს პირველი ეკლესია
იერსახე
თოხთის წმინდა მარინეს პირველი ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი, საკულტო ნაგებობა ახალგორის მუნიციპალიტეტის სოფელ თოხთაში. აგებულია გვიან შუა საუკუნეებში.
უაბსიდო ეკლესია ადგილობრივი წარმოშობის დიდი ზომის თეთრი ქვითაა ნაგები. ალაგ-ალაგ წყობაში გამოყენებულია მცირე ზომის ქვაც. დარბაზული ეკლესიიდან შემორჩენილია ჩრდილოეთი კედელი, ჩრდილო-დასავლეთის და ჩრდილო აღმოსავლეთის კუთხე. ჩრდილოეთ კედელში ჩანს შესასვლელი ღიობის კვალი.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- შიდა ქართლი, ახალგორის მუნიციპალიტეტის არქიტექტურული მემკვიდრეობა, ტ.IV, თბ., 2008, გვ., 89-90