თორტიზა
(გადამისამართდა გვერდიდან თორტიზა (მთა))
ნავიგაციაზე გადასვლა
ძიებაზე გადასვლა
თორტიზა | |
---|---|
![]() თორტიზა, ხედი სოფ. მზეთამზიდან | |
კოორდინატები: 41°49′59″ ჩ. გ. 43°28′42″ ა. გ. / 41.83306° ჩ. გ. 43.47833° ა. გ. | |
ქვეყანა | ![]() |
ტერიტორიული ერთეული | ბორჯომის მუნიციპალიტეტი |
სიმაღლე | 1996 მ |
ქედი | გვირგვინას ქედი |
![]() |
თორტიზა — მთა საქართველოში, სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ბორჯომის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს თრიალეთის ქედის ჩრდილო-დასავლეთი განშტოება გვირგვინას ქედზე, მდინარეების ძამისა და გუჯარეთისწყლის წყალგამყოფზე. სიმაღლე 1996 მ. აგებულია პალეოცენ-ეოცენური კირქვებით, თიხებითა და ქვიშაქვებით. ხევებით დასერილი ციცაბო კალთა ქვევით შემოსილია წიფლის, ხოლო ზევით — წიფლნარ-მუქწიწვიანი ტყეებით. მწვერვალზე მეორეული მდელოა.
ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]
- ჯაყელი ქ., ენციკლოპედია „საქართველო“, ტ. 4, თბ., 2018. — გვ. 96.