შინაარსზე გადასვლა

თენგიზ რიჩკოვი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თენგიზ რიჩკოვი
დაბადების თარიღი 14 ნოემბერი, 1950 (1950-11-14) (74 წლის)~
ბათუმი
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
საქართველოს დროშა საქართველო
განათლება ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლი, ტრიესტის საერთაშორისო საზღვაო აკადემია
საქმიანობა საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის სამმართველოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის მენეჯერი,შტურმან-გემთწამყვანი.
რელიგია მართმადიდებლური ქრისტიანობა

თენგიზ რიჩკოვი (დ. 14 ნოემბერი, 1950, ბათუმი) — საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და უშიშროების სამმართველოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის მენეჯერი, ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის კოორდინატორი. შტურმან-გემთწამყვანი.

თენგიზ რიჩკოვი, დაიბადა 1950 წელს, ქალაქ ბათუმში. 1973 წელს დაამთავრა ბათუმის საზღვაოსნო სასწავლებლის გემთწამყვან-სანავიგაციო ფაკულტეტი შორეული ნაოსნობის შტურმანის სპეციალობით; 2001 წელს, საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის ეგიდით, სწავლობდა ტრიესტის საერთაშორისო საზღვაო აკადემიაში, განხრით - "ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლი და დროშის გამოყენება".1968 წელს, საშუალო სკოლის დამთავრების შემდეგ, მუშაობა დაიწყო ბათუმის გემთმშენებელი ქარხნის ზეინკლად; 1974 წლიდან, საქართველოს საზღვაო სანაოსნოს მცურავ შემადგენლობაში მყოფმა, გემბანის მატროსობიდან შტურმანობამდე ყველა საფეხური გაიარა, იგი იყო კაპიტნის მეოთხე, მესამე და მეორე თანაშემწე; სხვადასხვა სანაოსნო გემის ეკიპაჟების წევრობისას, 1987 წელს, იგი უფროსი ოფიცერი გახდა; 1991 წლიდან დასაქმდა ხმელეთზე და მრავალი წელი საქართველოს საზღვაო სანაოსნოს ზღვაოსნობის უსაფრთხოების სამსახურის საზღვაო ინსპექტორის მოვალეობას ასრულებდა; 1997 წელს იგი კვლავ ზღვას დაუბრუნდა და 1999 წლამდე შორეული ნაოსნობის კაპიტნის უფროსი თანაშემწე იყო. ხოლო 1999-2001 წლებში სუპერინტენდანტად საქმიანობდა; 2002-2011 წწ. საჯარო სამსახურს შეუერთდა და საქართველოს საზღვაო ადმინისტრაციაში სხვადასხვა მნიშვნელოვან პოზიციაზე იდგა და ასრულებდა მენეჯერის, ინსპექტორისა და მთავარი სპეციალისტის მოვალეობებს; 2011-2013 წწ. საჯარო სამართლის იურიდიული პირის "საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის" უსაფრთხოებისა და უშიშროების სამმართველოს მთავარი სპეციალისტი იყო; 2018 წლის 1 აპრილიდან კი საზღვაო უსაფრთხოების დეპარტამენტის უსაფრთხოებისა და უშიშროების სამმართველოს ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის ეროვნული საინფორმაციო ცენტრის მენეჯერი და ნავსადგურის სახელმწიფო კონტროლის კოორდინატორი, შტურმან-გემთწამყვანი.

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]