ეგიდა
იერსახე
სტატიის შეუმოწმებელი ვერსია
ეგიდა (ბერძ. αἰγίς, αἰγίδος, „ქარიშხალი“) — ზევსის ფარი, რომელიც გადმოცემის თანახმად ჰეფესტომ მითური თხის ამალტეას ტყავისგან დაამზადა. ითვლება, რომ ამ ფარით ზევსი დამანგრეველ ქარიშხალს იწვევს. ფარის ცენტრში გამოსახულია მედუზა გორგონას თავი. ეგიოსი (ძვ. ბერძ. αἰγίοχος „ეგიდის მფლობელი“ – ზევსის ერთ-ერთი ეპითეტთაგანია.
თუმცა ეგიდა ასევე შედიოდა აპოლონისა და ათენას აღჭურვილობაში.
„იყო ეგიდის ქვეშ“ – ნიშნავს იყო რაიმეს მფარველობის ქვეშ.