თენგიზ მირზაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თენგიზ რევაზის ძე მირზაშვილი
TengizMirzashvili.jpg
თენგიზ მირზაშვილის ფოტო
დაბ. თარიღი 10 თებერვალი, 1934,
მესტია
გარდ. თარიღი 1 იანვარი, 2008
თბილისი
დაკრძალულია დიდუბის საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში
ეროვნება ქართველი
მოქალაქეობა საქართველო
განათლება უმაღლესი
პროფესია მხატვარი
მეუღლე(ები) მანანა თავაძე
შვილ(ებ)ი გიორგი მირზაშვილი, ნატო მირზაშვილი
მშობლები მამა: რევაზ მირზაშვილი
დედა: სოფიო მირზაშვილი
ჯილდოები საქართველოს დამსახურებული მხატვრის წოდება (1967); სახელმწიფო პრემია (2004)

თენგიზ რევაზის ძე მირზაშვილი (დ. 10 თებერვალი, 1934, მესტია — გ. 1 იანვარი, 2008, თბილისი) — ქართველი ფერმწერი, გრაფიკოსი, თეატრის მხატვარი. საქართველოს სსრ დამსახურებული მხატვარი (1967).

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

თენგიზ მირზაშვილი დაიბადა 1934 წლის 10 თებერვალს, ზემო სვანეთში, დაბა მესტიაში. 1941 წელს შევიდა თბილისის მე-7 საშუალო სკოლაში (ახლანდელი გერმანიის საელჩოს შენობა). 1952 წელს ჩააბარა სამხატვრო აკადემიაში, ფერწერის ფაკულტეტზე,მესამე კურსიდან თეატრის დეკორაციის ფაკულტეტზე 1959 წელს დაამთავრა აკადემია. ასწავლიდა ხატვის კათედრაზე. 1961 წელს ჩააბარა ასპირანტურაში. 1961 წლიდან - სამხატვრო აკადემიის პედაგოგია. 1972-2004 წლებში მუშაობდა ბავშვთა სურათების გალერეაში. ითვლება გალერეის ერთ-ერთ ფუძემდებლად. 1977 წელს ანდრეი ტარკოვსკიმ მიიწვია „ჰამლეტის“ გასაფორმებლად.

თენგიზ მირზაშვილი არის 150-მდე წიგნის ილუსტრაციის ავტორი. მათ შორის: ილია ჭავჭავაძის, ვაჟა–ფშაველას, გიორგი ლეონიძის, რევაზ ინანიშვილის, ეთერ თათარაიძის, გიორგი ცოცანიძის, მიხო მოსულიშვილის, ხალხური პოეზიისა თუ ზღაპრების კრებული.

მისი აქტიური მონაწილეობით მომზადდა და დაიბეჭდა ,,გალაკტიონოლოგიის” სამი წიგნი, წიგნი ფიროსმანზე ორ ტომად. არის ეთერ თათარაიძის წიგნის "ჩამომიარ საწუთროში" რედაქტორი, წიგნის ,,შენდობით მომიხსენიეთ” , რედაქტორი და მხატვარი; სპეციალური ერთჯერადი გაზეთების „რეზო ინანიშვილი“, „მერაბ მამარდაშვილი“ „სვეტიცხოველი“(1994)რედაქტორი და მხატვარი;მირზაშვილი, გიორგი. რეკლამის შემდეგ.(2003) შემდგენელი და რედაქტორი; მირზაშვილი, გიორგი.„ფრაგმენტები სურათისათვის“ (2003) შემდგენელი და რედაქტორი და სხვ.1947 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე თანამშრომლობდა ჟურნალ- გაზეთების რედაქციებში ილუსტრატორად. აქვეყნებდა წერილებსა და პუბლიკაციებს ნიკო ფიროსმანზე, „ვეფხისტყაოსანზე“, კულტურის სხვადასხვა ძეგლზე.

თენგიზ მირზაშვილი იყო მხატვარი ფილმებისა:

  • მანანა (1958)სცენარის ავტორი: ელიზბარ გედევანიშვილი; რეჟისორი: ზაქარია გუდავაძე, შალვა მარტაშვილი;
  • არღანი (1967)სცენარის ავტორი:გია ბადრიძე; რეჟისორი: გიორგი კალატოზიშვილი;
  • მზის ჩასვლის წინ (1968)სცენარის ავტორი:რევაზ ურუშაძე, ნოდარ ფირანიშვილი; რეჟისორი: ნოდარ ფირანიშვილი;
  • მონადირე (1970) სცენარის ავტორი და რეჟისორი: ალექსანდრე ჟღენტი;
  • შერეკილები (1973) სცენარის ავტორი: რევაზ გაბრიაძე; რეჟისორი: ელდარ შენგელაია;
  • ფერმა მთაში (1974) სცენარის ავტორი: რევაზ ინანიშვილი; რეჟისორი: ლიანა ელიავა;
  • გამარჯობა ყველას (ფიროსმანი) (1980)სცენარის ავტორი: ვადიმ კოროსტილოვი;რეჟისორი: გიგა ლორთქიფანიძე, ამირან დარსაველიძე;
  • გზის დასაწყისი (1982) სცენარის ავტორი და რეჟისორი ლიანა ელიავა.

სცენარის ავტორი და მხატვარია დოკუმენტური ფილმისა:ვანო მელიაშვილი (2000); გადაღებულია ფილმში:„არ დაიჯერო, რომ აღარა ვარ“, სცენარის ავტორი: გუგული მგელაძე, ლევან ჭელიძე; რეჟისორი: გუგული მგელაძე; მხატვარი დიმიტრი თაყაიშვილი

მხატვრის სურათების გამოფენა მოეწყო: რუსეთში, (მოსკოვში; 1957, 1958, 1966, 1967, 1968, 1979, 1986 და სხვ.), გერმანიაში (1985), კანადაში (1987) ავსტრიაში (1988), გერმანიაში (1989), აშშ-ში (1990), საფრანგეთში (1997, 1998), მრავალი გამოფენა თბილისში.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქარუმიძე ნ., ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 7, გვ. 10—11, თბ., 1984 წელი.
  • თენგიზ მირზაშვილი : ბიობიბლიოგრაფია / საქ. პარლამენტის ეროვნ. ბიბ-კა ; [შეადგ. და საძიებელი დაურთო ციური კოჭლაშვილმა ; რედ. ლევან თაქთაქიშვილი ; ფოტო ლევან პაპალაშვილისა]. - [მე-2 გამოც.]. - თბილისი, 2010. - 100 გვ. : ფოტ. ; 21 სმ.. - პირთა საძიებელი: გვ. 91-99. - ISBN 978-9941-416-62-0