მანანა დოიჯაშვილი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სხვა მნიშვნელობებისთვის იხილეთ დოიჯაშვილი.
მანანა დოიჯაშვილი

ბიოგრაფია
დაბ. თარიღი 5 ნოემბერი, 1947(1947-11-05)[1]
დაბ. ადგილი თბილისი[1]
გარდ. თარიღი 17 იანვარი, 2023(2023-01-17)[2] (75 წლის)

მანანა დოიჯაშვილი (დ. 5 ნოემბერი, 1947 — გ. 17 იანვარი, 2023[3]) — ქართველი პიანისტი, საქართველოს სსრ სახალხო არტისტი (1989), თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიის რექტორი (2000–2012 წლებში), რექტორის პირველი მოადგილე და პროფესორი, საქართველოს მუსიკალური კონკურსების ფონდის დირექტორი.

მანანა დოიჯაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია პროფესორ თენგიზ ამირეჯიბის ხელმძღვანელობით. ჯორჯე ენესკუს სახელობის კონკურსზე ბუქარესტში (1970), ბედრჟიხ სმეტანას სახელობის კონკურსზე ჩეხოსლოვაკიაში (1974) და სიდნეის პირველ (1977) საერთაშორისო კონკურსებზე გამარჯვებებმა მას დიდი აღიარება მოუტანა. მის საშემსრულებლო ხელოვნებას კარგად იცნობენ რუსეთის, ბულგარეთის, ფინეთის, ამერიკის, ესპანეთის, ავსტრიის, გერმანიის, არგენტინის, კორეის, ავსტრალიის და სხვა ქვეყნების მუსიკოსები და კლასიკური მუსიკის მოყვარულები.

მისი თაოსნობით ხანგრძლივი უმოქმედობის შემდეგ აღდგა და თბილისის მუსიკალურ ცხოვრებას დაუბრუნდა კონსერვატორიის დიდი დარბაზი; მანანა დოიჯაშვილი გახდა საქართველოში საკონკურსო მოძრაობის სულის ჩამდგმელი: მან ჩაუყარა საფუძველი საქართველოს მუსიკოს-შემსრულებელთა (1995) და პიანისტთა თბილისის საერთაშორისო კონკურსებს (1997). გარდა ამისა იგი არის ყოველწლიური ფესტივალის — „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“ — ინიციატორი და ორგანიზატორი. მანანა დოიჯაშვილის ინიციატივით ჩამოყალიბდა ტრადიციული მრავალხმიანობის საერთაშორისო სიმპოზიუმი (I — 2002 წელს; II — 2004 წელს)

ჯილდოები და აღიარება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]