თელავის საცხოვრებელი სახლი (ი. ჭავჭავაძის 132)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში, მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზირზე (№ 132). განეკუთვნება XIX საუკუნეს.

სახლი ერთსართულიანია. აგურის გვიანდელი გადაკეთების გამო სახეშეცვლილია, ქუჩის მხარეს გამომავალ ფასადზე გლუვი პარაპეტია დაშენებული. სახლში შესასვლელი ქუჩიდანაა. სადარბაზო კარი ხისაა, რომელსაც ხისსავე მარკიზი აქვს. შესასვლელის გვერდებზე თითო პილასტრისმაგვარი შვერილია, ჩაღრმავებული არით შუაში. მსგავსი პილასტრი ფასადის მარცხენა კიდეშიცაა. შესასვლელის გარდა, ფასადზე ორი სარკმელი გამოდის, რომელთა შორის იგივე ზომის, ცრუ სარკმელია მოწყობილი. სამივე სარკმელი სადა, მშვილდისებრთაღიან საპირეში არის ჩასმული. ეზოს მხარეს შუშაბანდით, ორ რიგად განთავსებული ოვალური სარკმლებით. ეზოს მხარესაა განთავსებული მაღალი ნახევარსარდაფი.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]