თელავის საცხოვრებელი სახლი (ი. ჭავჭავაძის 121)
იერსახე
თელავის საცხოვრებელი სახლი — არქიტექტურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ილია ჭავჭავაძის გამზირზე (№ 121). თარიღდება XIX საუკუნის შუა ხანებით. სახლი ორსართულიანია. ნაგებია ძველი აგურით. მოგვიანებით შელესილია ცემენტით.
შენობა ჭავჭვაძის ქუჩის მხარეს განივი ფასადით გამოდის. პირველი სართული სავაჭრო დანიშნულებისაა. მეორე სართულზე ორი მარალი, სამყურა თაღით გადახურული სარკმელია. ორივეში სწორკუთხა ალათებია ჩასმული. ფასადი დასრულებულია სამკუთხა ფროტონით, ცალ მხარეს სახლს ალაყაფის კარი და მის თავზე შემინული შუშაბანდი აქვს.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-II, თბ., 2015. — გვ. 121.