თელავის საცხოვრებელი სახლი (გ. ცაბაძის 5)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლი - ისტორიულ-არქიტექტურული ძეგლი თელავში. დგას ქალაქის ცენტრალურ ნაწილში, გიორგი ცაბაძის ქუჩაზე (№ 5). აგებულია XIX საუკუნის შუა ხანებში.

წარმოადგენს ქალაქური ტიპის საცხოვრებელს. ეს არის ორსართულიანი, გეგმით სწორკუთხა(14,7 x10,8 მ) ნაგებობა. ფრონტონით დასრულებული, ორი ფასადით და კრამიტით დაბრული, ორკალთა სახურავით. XX საუკუნეში ზურგის მხრიდან სახლისთვის მიუშენებიათ ვიწრო, მოგრძო ნაგებობა, რომელშიც კიბის უჯრედი და საპირფარეშოა მოთავსებული, საპირფარეშოს ქვეშ კი - იმავე ფართობის საკუჭნაო. სახლის მთავარი გრძივი ფასადი ჩრდილოეთითაა მიმართული. ამ ფასადზე, შესასვლელის მარცხენა მხარეს, მიკრულია მარმარილოს, ოთკუთხა დაფა წარწერით

ვიკიციტატა
„ამ სახლში 1912-1915 წლებში ცხოვრობდა ცნობილი ქართველი კომპოზიტორი ნიკო სულხანიშვილი.“

სახლი სხვადასხა დროის მანძილზე სხვადასხვა დანიშნულებით გამოიყენებოდა და ჩატარებული გადაკეთება-რემონტების გამო, თავდაპირველი სახე ძლიერ აქვს შეცვლილი. ამჟამად შენობის ქვედა სართულის ნაწილი თელავის ტერიტორიული მართვის ორგანოს უკავია, ნაწილი კი - ომის ვეტარანთა კლუბს. 2003 წლამდე მეორე სართულის თელავის რაიონის სპორტკომიტეტი იყო განთავსებული, მას შემდეგ კი იგი თელავის სასპორტო გაერთიანების ჭადრაკის სექციას ეკუთვნის. შენობის ორივე სართული, გრძივი კაპიტალური კედლი, რომელიც აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენაა მიმართული, ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. ქვედა სართულის თითოეულ ნაწილში, ერთმანეთთან სწორკუთხა დაბალი კარით, დაკავშირებული ორ-ორი ოთახია, მარცხნივ - დიდი დარბაზი, რომელიც გრძივი ღერძის მიმართულებითაა დაგრძელებული. მარჯვნივ – პატარა გეგმით თითქმის კვადრატულუი ოთხახი , ადრე, როგორც დიდი, ისე პატარა ოთახები ერთმანეთთან დაკავშირებული იყო, თითი კარით, რომლებიც ერთ-ერთი გადაკეთების დროს ამოუშენებიათ. ორივე ნაწილში მდებარე მოზრდილ ოთახს დამოუკიდებელი შესასვლელი აქვს მთავარუ ფასადუს მხარეს მდებარეს - ამავე მხრიდან, ზუსრგუს მხარეს მდებარეს კი, გვერდით ფასადიდან - აღმოსავლეთიდან . ამ კარის თავზე მოწყობილია ღარისებრი კრამიტით დაბურულუ წინფრა. მთავარი ფასადის მხარეს მდებარე ოთახის კედლებშუ ხუთი სარკმელუა, რომელთა შორის სამი მთავარ ფასადზე გადის, ხოლი ორი - გვერდით ფასადზე. ოთახში ერთი განჯინაა. მსგავსი განჯინა ამავე ნაწილში მდებარე მცირე ოთახშიცაა. ეს ოთახი სამი სარკმლითაა განათებული, რომლებიც მთავარ ფასადზე გადის. მეორე, დიდ დარბაზს მხოლოდ ერთი სარკმელი აავს - გვერდითა ფასადია მხარეს.  მეორე კარი რონელიხ ზურგის მხარეს, XX საუკუნეში მიშენებულ სადგომში ფადის - გვიანდელია.  ზურგის მხარეს მდევარე მცირე ოთახს მხოლოდ ორი ფანჯარა აშუქებს, ორივე ერთ კედელშია - დასავლეთიღ. ერთი მათგანი მოგვიანებით გადაუკეთებიათ კარად, რომლის წინ, ოთახში ჩამოსასვლელად, ორსაფეხურიანი კიბეა მოწყიბილი. სართულის ყველა ფანჯარა და შესასვლელები მშვილდისებრი თაღითაა დასრულებული, ოთახები გადახურულია ბრტყელი ჭერით.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]