თელავის საცხოვრებელი სახლი (ბ. ჩოლოყაშვილის 13)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თელავის საცხოვრებელი სახლიარქიტექურული ძეგლი თელავში. მდებარეობს ბიძინა ჩოლოყაშვილის ქუჩაზე (№ 5). აგებულია XIX საუკუნის ბოლოს.

სახლი ორსართულიანია. ნაგებია აგურითა და რიყის ქვის მონაცვლეობით. პირველი სართულის ფასადი ორი მართკუთხა, მცირე სარკმლით და ერთი ფართო, ხის კარით არის დანაწევრებული. კარ-სარკმლები გადახურულია ხის ძელებით. მეორე სართულზე ასვლა ღია კიბით შეიძლება. ამ სართულს, ეზოს მხარეს, თავიდან ბოლომდე გასდევს ხის, ჭვირული აივანი, რომელიც აგურის, ოთხკუთხა ბოძებს ეყრდნობა. აივნის სვეტები წახნაგოვანია, კაზმული კაპიტელებით. აივანზე გამომავალი კარ-სარკმლები მართკუთხაა, ალათები დანაწევრებული. კარები ხისაა  — ყრუ. სახლი გადახურულია კრამიტით. სახურავზე პატარა სამერცხლეა მოწყობილი.

2011-2012 წლებში სახლს ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები (პროექტის ავტორი, არქიტექტორი დავით გივიშვილი).

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]