თეთრი ციხე-სიმაგრე (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search

თეთრი ციხესიმაგრე (თურქ. Beyaz Kale) — თურქი ნობელიანტი მწერლის, ორჰან ფამუქის 1985 წლის რომანი.

რომანში აღწერილი მოვლენები XVII საუკუნის სტამბოლში ხდება. რომანის მთავარი პერსონაჟი იტალიელი მეცნიერია, რომელიც ვენეციიდან ნეაპოლისაკენ მიემგზავრება, შემდეგ კი ოტომანთა იმპერიის ტყვე ხდება. ცოტა ხნის შემდეგ, ის მეცნიერის, სახელად - Hoja (ოსტატი) - მონა ხდება, რომელთანაც ძლიერი ფიზიკური მსგავსება აქვს.

Hoja მოხსენებას აბარებს ფაშას, რომელიც მას უამრავ კითხვას უსვამს მეცნიერებისა და სამყაროს შესახებ. თანდათან Hoja და მთხრობელი მიდიან სულთანთან, რომლისთვისაც შემდეგში უაზრმაზარ რკინის იარაღს შექმნიან.

მონა ოსტატს ასწავლის დასავლურ მეცნიერებებსა და ტექნოლოგიებს, მედიცინიდან დაწყებული, ასტრონომიით დამთავრებული. მაგრამ Hoja-ს უკვირს, რომ მასა და მონას ერთმანეთისათვის ცოდნისა და საიდუმლოებების გაზიარება შეუძლიათ, შესაბამისად მათ საკუთარი იდენტობის გაცვლაც ძალუძთ.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]