თოვლი (რომანი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თოვლი
Kar
Tovli-500x500.jpg
ქართული გამოცემის გარეკანი
ავტორი ორჰან ფამუქი
ქვეყანა თურქეთი
ენა თურქული
გამომცემელი İletişim
მედია 2002
oclc 61119056
ISBN 978-9941-15-903-9

თოვლი (თურქ. Kar) — ორჰან ფამუქის რომანი. გამოიცა 2002 წელს. ქართულ ენაზე 2011 წელს ითარგმნა. 2004 წელს ნიუ-იორკ ტაიმზმა „თოვლი“ ათ საუკეთესო წიგნთა შორის დაასახელა.

შინაარსი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

12 წლის შემდეგ გერმანიიდან პოეტი კა სამშობლოში ბრუნდება. ის თვითმკვლელი გოგონების შესახებ რეპორტაჟის მოსამზადებლად საზღვრისპირა ქალაქ ყარსში ჩადის. ყარსში გადაუღებლად თოვს და გზები იკეტება. კა ქუჩა-ქუჩა, დუქნიდან დუქანში დადის და ცდილობს, გაიცნოს ქალაქი და მისი მოსახლეობა. ყარსის ჩაიხანები უსაქმურებითაა სავსე. საინტერესო თითქოს არაფერი ხდება, მაგრამ მოულოდნელად ვითარება იცვლება – ანკარიდან ჩამოსული პატარა თეატრალური დასი, თავგადაკლული ისლამისტები, სასულიერო სასწავლებლის სტუდენტები, პოლიტიკური დაჯგუფებების წევრები, სასტუმრო „ქარპალასის" მეპატრონე და მისი ქალიშვილები კასთან ერთად სისხლიანი გადატრიალების მონაწილენი ხდებიან.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]