თეთრი თოლია

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თეთრი თოლია
Ivory Gull Portrait.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
ლათინური სახელი
Pagophila eburnea (Phipps, 1774)
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 NT ka.svgსაფრთხესთან ახლოს მყოფი
საფრთხესთან ახლოს მყოფი
IUCN 3.1 Near Threatened : 22694473

თეთრი თოლია (ლათ. Pagophila eburnea) — ფრინველი მეჭვავიასნაირთა რიგის თოლიასებრთა ოჯახისა. შეფერილობა თეთრია, ახალგაზრდებს მუქი წინწკლები აყრია. ნისკარტი ყვითელია და მწვანე ძირი აქვს; მოშიშვლებული რგოლი თვალის გარშემო წითელია; ფეხები შავი. სხეულის სიგრძეა 45 სმ. ცხოვრობს არქტიკის მაღალი განადების კუნძულებზე. ბუდობენ კოლონიებად, უმთავრესად კლდეებზე. შეჯვარებას იწყებენ ივლისის დასაწყისში. ბუდეში 1–2 კვერცხია. კრუხობს ორივე მშობელი დაახლოებით ერთი თვის განმავლობაში. ბარტყები იჩეკებიან ღინღლით შემოსილები. უკვე ცხოვრების პირველი წლის ბოლოს იმოსებიან ზრდასრულის მსგავსი ბუმბულით. იკვებებიან ზღვის უხერხემლო ცხოველებით, ლეშით, სელაპების, მორჟებისა და თეთრი დათვის ექსკრემენტებით. ფრენენ მსუბუქად და სწრაფად, მიწაზე კარგად გადაადგილდება; ცურავს, მაგრამ წყალში უხალისოდ ცურავს.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • Птицы Советского Союза, под ред. Г. П. Дементьева и Н. А. Гладкова, т. 3, М., 1951.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]