შინაარსზე გადასვლა

თეთრიწყლების ნაეკლესიარი (საყორნის გორა)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თეთრიწყლების ნაეკლესიარი — არქიტექტურული ძეგლი, მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ თეთრი წყლების სამხრეთ-დასავლეთით 0,5 კმ-ზე. ე. წ. საყორნის გორაზე. თარიღდება გვიან შუა საუკუნეებით.

ეკლესია ნანგრევადაა ქცეული — კედლები შემორჩენილია დაახლოებით 50 სმ-ზე. ნაგები იყო ქვიშაქვითა და კირის ხსნარით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონდა. აღმოსავლეთით ფიქსირდება ნახევარწრიული აფსიდი და მის სამხრეთ გვერდში მოწყობილი ნიშა.