თევზთეთრა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თევზთეთრა
Stenodus nelma.jpg
მეცნიერული კლასიფიკაცია
სამეფო:  ცხოველები
ტიპი:  ქორდიანები
რიგი:  ორაგულისნაირნი
ოჯახი:  ორაგულისებრნი
სახეობა:  თევზთეთრა
ლათინური სახელი
Stenodus leucichthys
დაცვის სტატუსი
Status iucn3.1 EW ka.svgბუნებაში გადაშენებული
ბუნებაში გადაშენებული
IUCN 3.1 Extinct in the Wild : 20745

თევზთეთრა (ლათ. Stenodus leucichthys) — ნახევრადგამსვლელი თევზი ორაგულისებრთა ოჯახისა.[1] ვიწრო, გვერდებში ოდნავ შებრტყელებული სხეული აქვს. სიგრძე 130 სმ, წონა 14 კგ. მსხვილი ქერცლი აქვს, ციკლოიდური. პირი დიდია, კბილები წვრილი. ზურგის შეფერილობა მუქად მომწვანოა, მუცელი და გვერდები ვერცხლისფერი, ფარფლები მუქი. მტაცებელი, ტოფობისას არ იკვებება. დედალი სქესობრივ სიმწიფეს 6–7 წლისა, მამალი კი 5–6 წლისა აღწევს.[2] გავრცელებულია კასპიის ზღვაში. გამოიყოფა ორი ქვესახეობა: საკუთრივ თევზთეთრა (ლათ. Stenodus leucichthys leucichthys) და ნელმა (ლათ. Stenodus leucichthys nelma). პირველი გვხვდება კასპიის ზღვის გამტკნარებულ მონაკვეთებზე, ქვირითის დასაყრელად (2–3 წელიწადში ერთხელ) შედის მდინარე ვოლგასა და ურალში, იშვიათად თერგში. ნელმა ჩრდილოეთ ყინულოვანი ოკეანის მდინარეების აუზში ბინადრობს. თევზთეთრა ძვირფასი სარეწაო თევზია, რომლის რაოდენობა მკვეთრად მცირდება. მისი ხორცი ძალიან ფასობს ზურგიელის სახით. ხშირად გამოიყენება როგორც აკლიმატიზაციის ობიექტი. კვლავწარმოება ხორციელდება თევზის ქარხანაში დიდწილად ხელოვნური მოშონების შედეგად. შეტანილია რუსეთის წითელ წიგნში.[3]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]