თებერდა (ქალაქი)
იერსახე
| დასახლებული პუნქტი | |
|---|---|
|
თებერდა | |
|
| |
| ქვეყანა |
|
| კოორდინატები | 43°27′05″ ჩ. გ. 41°44′32″ ა. გ. / 43.45139° ჩ. გ. 41.74222° ა. გ. |
| დაარსდა | 1868 |
| ცენტრის სიმაღლე | 1280 მეტრი |
| მოსახლეობა | 8 963 (2025)[1] |
| სასაათო სარტყელი | UTC+3 |
| სატელეფონო კოდი | 87872 |
| საფოსტო ინდექსი | 369210–369214 |
თებერდა (ყარაჩ.-ბალყ. Теберди́) — ქალაქი (1971-მდე დაბა) რუსეთის ფედერაციის ყარაჩაი-ჩერქეზეთის რესპუბლიკაში. გაშენებულია კავკასიონის ჩრდილოეთ კალთაზე (ზღვის დონიდან 1280-1420 მ სიმაღლეზე), თებერდის ხეობაში, სოხუმის სამხედრო გზაზე, რკინიგზის სადგურ ჯეგუთიდან 90 კმ.
თებერდა მაღალმთიანი კლიმატური კურორტია. იცის ზომიერად თბილი ზაფხული (აგვისტოს საშ. ტემპერატურა 16 °C) და რბილი ზამთარი (იანვრის საშ. ტემპერატურა -3 °C). ნალექები 690 მმ წელიწადში. სამედიცინო ჩვენება: ფილტვის ტუბერკულოზი. არის სანატორიუმი. თებერდის რაიონში ალპინისტური ბანაკები და ტურბაზებია.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ქართული საბჭოთა ენციკლოპედია, ტ. 4, თბ., 1979. — გვ. 630.