შინაარსზე გადასვლა

თეატრალური კაფე (ტაგანროგი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
თეატრალური კაფე
რუს. Кафе «Театральное»
კოორდინატები 47°12′57″N 38°55′44″E / 47.215917° ჩ. გ. 38.928889° ა. გ. / 47.215917; 38.928889
მდებარეობა ტაგანროგი, როსტოვის ოლქი, რუსეთი
ტიპი ბაროკო
გახსნის თარიღი XIX საუკუნის მეორე მეოთხედი
რუსეთის გერბი რუსეთის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი № 6101243000

თეატრალური კაფე (რუს. Кафе «Театральное») — ისტორიული კაფე ტაგანროგში, როსტოვის ოლქი, რუსეთის ფედერაცია. ნაგებობა შედის რუსეთის ფედერაციის რეგიონული მნიშვნელობის კუტურული მემკვიდრეობის ძეგლების სიაში.

მისამართი: ტაგანროგი, პეტროვის ქუჩა № 88.

შენობა აგებულია XIX საუკუნის მეორე მეოთხედში. 1880 წელს იგი შეიძინა ვაჭარმა ივან გლობინმა, 1898-1906 წლებში სახლის მფლობელი იყო ადვკატის ცოლი ანა გენი, ხოლო 1915 წლიდან სახლის მფლობელია გადამდგარი პოდესაულის ცოლი კლავდია პოპოვა.

საბჭოთა ხელისუფლების დამყარების შემდეგ მოხდა სახლის ნაციონალიზაცია. საბჭოთა პერიოდში აქ განთავსდა საცხოვრებლები და მაღაზიები, ხოლო 1976 წლის რესტავრაციის შემდეგ შენობაში გაიხსნა კაფე „თეატრალური“. ანტრესოლი გამოიყენებოდა ძირითადად სავაჭროდ და აქ განთავსებული იყო სამზარეულო. დარბაზის ყველა კედელზე ტემპერით დახატული იყო სურათი „ქორწილი“, ანტონ ჩეხოვის ამავე სახელწოდების პიესის მოტივებზე. სურათის ავტორი იყო ადგილობრივი თეატრის მხატვარ-დეკორატორი ნ. ლივადა. სარდაფში განთავსებული იყო ბარი. 1990-იან წლებში კაფე დაიხურა. ამჟამად შენობაში განთავსებულია რუსული „რაიფფაიზენბანკის“ ადგილობრივი ოფისი[1].

შენობა აგებულია ბაროკოს არქიტექტურულ სტილში. შენობის მარცხენა და ცენტრალური ნაწილის ფასადი მდიდრულადაა დეკორირებული. მათზე განთავსებულია სამ-სამი ნახევარწრიული ფანჯარა, რომელიც გაფორმებულია თამასებით და კლდის ქვით. შენობის ფრიზი გლუვია, მაგრამ მასსა და ფანჯრის თამასებს შორის მრავალრიცხოვანი მცენარეული ორნამენტებია.

  1. Таганрог социалистический, часть 11.. skif_tag. ციტირების თარიღი: 2017-03-05.