შინაარსზე გადასვლა

თბილისის რიტუალების სასახლე

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

თბილისის რიტუალების სასახლე — რიტუალების სასახლე თბილისში.

300 არაგველის ხიდიდან და ვახტანგ გორგასლის ქუჩიდან იხსნება შთამბეჭდავი ხედი სასახლეზე, რომელიც აღმართულია მტკვრის მარცხენა ნაპირას, შემაღლებულ ბორცვზე. სასახლე კარგად ჩაეწერა გარემოში და თავისი დომინირებული მდგომარეობით გაამდიდრა ქალაქის სილუეტი. თანამედროვე ნაგებობა, საკმაოდ გართულებული, მრუდხაზოვანი ფორმებით, გაბატონებულია არსებულ დაბალსართულიან განაშენიანებაში და ქმნის ამ რაიონში ახალ მასშტაბს. საინტერესოდაა გადაწყვეტილი ინტერიერები, რომლებსაც ამშვენებს ფერწერული ნამუშევრები, ჭედურობა. ცენტრალური შესასვლელის წინ ფართო კიბეზე აღმართულ სვეტზე დგას ბრინჯაოსგან ჩამოსხმული დიონისეს კლასიკური ფიგურა. ეს არის გადიდებული ასლი პატარა ქანდაკების, რომელიც ნაპოვნია არქეოლოგიური გათხრების დროს.