თარგი:დღის სტატია:11-9
იერსახე
ლუდის პუტჩი – სახელმწიფო გადატრიალების ცდა გერმანიაში ჰიტლერისა და გენერალ ლუდენდორფის მეთაურობით 1923 წლის 8-9 ნოემბერს მიუნხენში, ლუდის დარბაზში, პუტჩისტებმა გამოაცხადეს გერმანიის მთავრობის გადაყენება და ხელისუფლების მათ ხელში გადასვლა. „ლუდის პუტჩის“ ორგანიზატორებს ბავარიის ხელისუფლებისა და ადგილობრივი ჯარის სარდლობის დახმარების იმედი ჰქონდათ, მაგრამ ბავარიის რაიხსვერის სარდალმა გენერალ ლოსოვმა მიზანშეწონილად არ ჩათვალეს დახმარებოდნენ პუტჩისტებს.