თარგი:დღის მოვლენები:12-12
იერსახე

- 627 : ნინევიის ბრძოლა — ბიზანტიის არმია იმპერატორი ჰერაკლეს წინამძღოლობით სპარსეთის იმპერატორი ხოსრო II-ის ჯარს ამარცხებს.
- 1897 : ბრაზილიის პირველი დაგეგმილი ქალაქის — ბელუ-ორიზონტის ინაუგურაცია შედგა.
- 1911 : ინდოეთის დედაქალაქი კალკუტიდან დელიში გადადის.
- 1913 : მოპარვიდან სამი წლის შემდეგ ფლორენციაში „მონა ლიზა“ (სურათზე) იპოვეს.
- 1939 : ზამთრის ომი — ფინეთმა მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა სსრკ-ზე ტოლვაიარვის ბრძოლაში.
- 1964 : პრემიერ-მინისტრი ჯომო კენიატა კენიის რესპუბლიკის პირველი პრეზიდენტი გახდა.
- 1972 : თეირანის ქუჩებში ორი მილიონი ადამიანი გამოვიდა შაჰის საწინააღმდეგო დემონსტრაციაზე.