შინაარსზე გადასვლა

ტოლვაიარვის ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ტოლვაიარვის ბრძოლა
სსრკ-ფინეთის ომის ნაწილი
თარიღი 12 დეკემბერი, 1939
მდებარეობა ტოლვაიარვის ტბა
შედეგი ფინეთის გამარჯვება
მხარეები
ფინეთის დროშა ფინეთი საბჭოთა კავშირის დროშა სსრკ
მეთაურები
პაავო ტალველა ნიკოლაი ბელიაევი
ძალები
1 პოლკი და 4 ბატალიონი (4 000 კაცი) 139-ე მსროლელი დივიზია (20 000 კაცი)
დანაკარგები
100 დაღუპული, 250 დაჭრილი 1 000 - 5 000 დაღუპული
ტოლვაიარვის ბრძოლა ვიკისაწყობში

ტოლვაიარვის ბრძოლა1939 წლის 12 დეკემბერს გამართული ბრძოლა ფინეთისა და სსრკ-ის სამხედრო ძალებს შორის. ეს იყო ფინური ძალების პირველი დიდი გამარჯვება ზამთრის ომის განმავლობაში.

ომის გამოცხადების შემდეგ 30 ნოემბერს ფინეთის არმიამ ლადოგის ტბის ჩრდილოეთიდან დაიწყო უკანდახევა. შეუძლებლად ითვლებოდა, რომ სსრკ დიდი რაოდენობის ჯარს განათავსებდა ამ თითქმის უგზო ოლქში, თუმცა ამ რეგიონში სუოიარვისა და ტოლვაიარვის შორის განთავსდა მთელი დივიზია. წითელი არმია IV ფინური კავშირგაბმულობის ბატალიონისათვის საფრთხის შემცველი აღმოჩნდა. საფრთხის წინააღმდეგ ფინელებმა შექმნეს „ტალველას ჯგუფი“ პოლკოვნიკ პაავლო ტალველას მეთაურობით.

ჩრდილოეთის ჯგუფი, რომელიც შედგებოდა ორი ბატალიონისაგან, მალევე წააწყდა საბჭოთა არმიის წინააღმდეგობას. ისინი შეხვდნენ სსრკ-ის 718-ე პოლკს, რომელიც მზად იყო დარტყმა განეხორციელებინა ფინური არმიის ფლანგზე. შუადღისაკენ ფინეთის ჯარები თავიანთ ხაზებს დაუბრუნდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ეს თავდასხმა წარუმატებელი აღმოჩნდა, მან ხელი შეუშალა 718-ე არმიას, რომ შეტევა განეხორციელებინა ფინეთის ფლანგზე. ფინელებს არ დაუკარგავთ კონტროლი სიტუაციაზე, მიიღეს საარტილერიო დახმარება და გადავიდნენ შეტევაზე. საბჭოთა ძალების ალყაში მოსაქცევად ფინელებმა გამოიყენეს რეზერვი. 139-ე საბჭოთა დივიზია დაამარცხეს და მოგვიანებით (20-22 დეკემბერს) დაამარცხეს იაგლიაიარვისთან.

ფინეთის არმიამ დაკარგა 100 ადამიანი, 250 კი დაიჭრა. წიტელმა არმიამ დაკარგა 1 000-ზე მეტი ადამიანი, დაახლოებით 20 ტანკი და 60 ქვემეხი. მორალური თვალსაზრისით ომი მეტად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა ფინელებისათვის.

გენერალი ნიკოლაი ბელიაევი მეორე დღეს გადააყენეს თანამდებობიდან[1].

რესურსები ინტერნეტში

[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]