თარგი:დღის მოვლენები:09-10
იერსახე

- 1898 : ავსტრიის დედოფალი ელისაბედი (სურათზე) სასიკვდილოდ დაჭრეს ჟენევაში, შვეიცარია.
- 1919 : ავსტრია და მოკავშირეები ხელს აწერენ სენ-ჟერმენის ხელშეკრულებას, რომლითაც პოლონეთის, უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიისა და იუგოსლავიის დამოუკიდებლობა ცნეს.
- 1943 : მეორე მსოფლიო ომი — ნაცისტები რომის ოკუპაციას იწყებენ.
- 1967 : გიბრალტარის მოსახლეობა კენჭს უყრის ბრიტანეთის დამოკიდებულებაში დარჩენას ესპანეთთან შეერთების ნაცვლად.
- 1977 : ბოლო სიკვდილით დასჯა გილიოტინაზე საფრანგეთში — ჰამიდა ჯანდუბის მწვალებლობისა და მკვლელობისთვის მარსელის ბომეტრის ციხეში თავი მოჰკვეთეს.
- 1988 : ოსამა ბინ ლადენი საკუთარ ბინაში ავღანეთში ალ-კაიდას აფუძნებს.
- 1990 : იამუსუკროს ღვთისმშობლის ტაძარი (კოტ-დ’ივუარი), უდიდესი ეკლესია აფრიკაში, აკურთხა პაპმა იოანე პავლე II-მ.