თარგი:დღის მოვლენები:06-25
იერსახე

- 1530 : აუგსბურგის აღსარება – ლუთერანული ეკლესიის რწმენის პირველი და უმნიშვნელოვანესი დოგმა წარედგინა საღვთო რომის იმპერატორ კარლ V–ს აუგსბურგის სეიმზე.
- 1678 : ელენა კორნარო პისკოპია პირველი ქალი გახდა, რომელსაც ფილოსოფიის დოქტორის ხარისხი მიენიჭა.
- 1905 : სამხრეთ აფრიკის მაღაროში აღმოჩენილ იქნა მსოფლიოში უდიდესი დაუმუშავებელი ბრილიანტი — კულინანის ალმასი.
- 1938 : დოქტორ დუგლას ჰაიდი (სურათზე) ირლანდიის პირველი პრეზიდენტი გახდა.
- 1947 : ანა ფრანკის დღიური გამოქვეყნდა.
- 1948 : ბერლინის ბლოკადა : „საჰაერო ხიდი“ დაიწყო.
- 1950 : კორეის ომი დაიწყო ჩრდილოეთ და სამხრეთ კორეას შორის.
- 1998 : კომპანია მაიკროსოფტმა Windows 98 გამოუშვა.
- 2009 : გარდაიცვალა პოპის მეფედ წოდებული ამერიკელი მომღერალი მაიკლ ჯექსონი.