თარგი:დღის მოვლენები:05-10
იერსახე

- 1497 : ამერიგო ვესპუჩის მეორე მოგზაურობა დაიწყო ახალ მსოფლიოში.
- 1503 : ქრისტეფორე კოლუმბი და მისი ეკიპაჟი პირველი ევროპელები გახდნენ კაიმანის კუნძულებზე, რომელთაც მათ „Las Tortugas“ დაარქვეს მრავალრიცხოვანი ზღვის კუების გამო.
- 1810 : თბილისიდან რუსებს გაქცეულმა სოლომონ II-მა ახალციხეს შეაფარა თავი.
- 1824 : ლონდონში ეროვნული გალერეა გაიხსნა საზოგადოებისთვის, კოლექციონერი ჯონ ჯულიუს ენგერსტაინის ყოფილ ბინაში.
- 1857 : კოლონიურ ინდოეთში სეპოის აჯანყება დაიწყო ბრიტანეთის ოსტინდოეთის კომპანიის მმართველობის წინააღმდეგ.
- 1871 : ფრანკფურტის ზავით დასრულდა საფრანგეთ-პრუსიის ომი.
- 1893 : აშშ-ის უზენაესმა სასამართლომ პომიდორს (სურათზე) ხილის ნაცვლად ბოსტნეულის სტატუსი მიანიჭა.
- 1924 : ედგარ ჰუვერი აშშ-ის ფედერალური საგამოძიებო ბიუროს პირველი დირექტორი გახდა.
- 1940 : უინსტონ ჩერჩილი დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი გახდა.
- 1981 : საფრანგეთის პრეზიდენტად ფრანსუა მიტერანი აირჩიეს.
- 2010 : ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციამ წევრებად მიიწვია ესტონეთი, ისრაელი და სლოვენია.
- 2011 : „Microsoft“-მა ინტერნეტ-სატელეფონო მომსახურების „Skype“-ის $8.5 მილიარდად შესყიდვის შესახებ განაცხადა.