თარგის განხილვა:ჰერათის პროვინცია

გვერდი სხვა ენებზე არ არის ხელმისაწვდომი.
მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

მირჩიეთ რამე[წყაროს რედაქტირება]

ამ თარგში არის ჰერათის პროვინციის, რაიონული ცენტრების სახელწოდებები. მაქვს ასეთი შეითხვა: როგორი ტრადიციები გაქვთ აქ ვიკიში? ანუ დავუშვათ დასახლებული პუნქტი და რაიონული ცენტრი ინჯილი როგორ მოვნიშნო თარგში? 1) ინჯილი. 2) ინჯილი, ჰერათი. 3) ინჯილი (ჰერათი) თუ სხვანაირად?--Surprizi განხილვაწვლილი 18:34, 11 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

გამარჯობა, სიურპრიზი. ტრადიციების მიხედვით თუ ვისაუბრებთ,
1) თუ სხვა არაფერს ჰქვია „ინჯილი“ ან პირველხარისხოვანი სწორედ ეს ინჯილია, მაშინ ვწერთ პირაპირ: „ინჯილი“.
2) თუ არსებობს სხვა ინჯილი და თან პირველხარისხოვანი ის არის, მაშინ ვწერთ „ინჯილი (ჰერათის რაიონი)“, ან რაიმე მსგავსს. დაზუსტება: ფრჩხილებში მოექცევა ის ტექსტი, რომელიც ყველაზე ზუსტად, ერთი საფეხურით დაბალ დონეზე, ასახავს ამ დასახლების კუთვნილებას: იქნება ეს მუნიციპალიტეტი, თემი, პროვინცია, რაიონი თუ ა.შ.
3) თუ ორივე (ან ყველა) ინჯილი პირველ ხარისხოვანია, მაშინ „ინჯილზე“ კეთდება მრავალმნიშვნელობის გვერდი.
4) თუ ადმინისტრაციულად რაიონებად იყოფა ოფიციალურად და ინჯილი თვითონ თუ არის რაიონი, ყველაზე მეტად შესაფერისი სახელი მისთვის არის „ინჯილი“ (ვარიანტი 1, და არა, ვთქვათ, ინჯილი (რაიონი)). ვიკიპედიაში მაქსიმალურად ვერიდებით ფრჩხილების გამოყენებას.
თუ რაიმე შეცდომით ვთქვი, კოლეგები შემოიხედავენ, ალბათ, და შემისწორებენ. — G.G. 19:50, 11 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]
თქვენი მოსაზრება გასაგებიცაა და მისაღებიც მაგრამ იქიდან გამომდინარე რომ ვიკიპედიაში ათჯერ, ასჯერ და ათასჯერ მეტი სტატია იქნება დასაწერი, არ გამოვრიცხავ რომ სხვა ინჯილებიც გაჩნდნენ. ხო ალბათ ჯობია ჯერ უბრალოდ ინჯილი დაიწეროს და მერე გამოჩნდება, თორე "ინჯილი, ინჯილი" ცოტა ნიტოა--Surprizi განხილვაწვლილი 20:12, 11 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]
ისე მაგალითისათვის "Azizabad, Herat|Azizabad" ჩვენ შემთხვევაში "აზიზაბადი, ჰერათი|აზიზაბადი". პ.ს. აქ აზიზაბადი ქალაქია ხოლო ჰერათი პროვინცია. ანუ მე იმის თქმა მინდა რომ ქალაქსა და პროვინციას შორის კიდევ რაიონია. ინჯილის შემთხვევაში ინჯილი ქალაქია, რაიონიც ხოლო პროვინცია ჰერათია.
ხომ არ ჯობია რომ ინჯილი და მისნაირები ჰერათის პროვინციაში გავაერთიანოთ და დავწეროთ აი ასე: "ინჯილი, ჰერათი"? ანუ ქალაქი და პროვინცია, მათ შორის არსებული რაინის უგულებელყოფით? ინგლისურში როგოც ჩანს ასეთი ტრადიცია არსებობს.--Surprizi განხილვაწვლილი 20:21, 11 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

როგორც წესი, პრიორიტეტებს ასე ვიღებთ - ვინაიდან ლენონის სიმღერა Imagine მსოფლიოში ყველაზე ცნობილი სიმღერაა ამ სახელწოდებით, ესე იგი სტატია იქნება Imagine (სიმღერა), ხოლო ყოველივე დანარჩენი - Imagine (მაროს სიმღერა), Imagine (მიხოს სიმღერა), Imagine (ზეზვას სიმღერა) და ა.შ. შესაბამისად აქაც უნდა იყოს - რომელიც უფრო ცნობილია, იმას ექნება მარტივი სახელწოდება. არ ვიცი, იქნებ მეც ვცდები ამ პრაქტიკის შესახებ და შემისწორონ, თუ რამეა. --Henry McClean განხილვაწვლილი 20:21, 11 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ხო რავი მეც მომწონს ფრჩხილები, მაგრამ აიტიშნიკმა, ფრჩხილებს ვერიდებითო--Surprizi განხილვაწვლილი 20:23, 11 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მოკლედ ასეთი იდეა მაქვს - "ინჯილი (ჰერათის პროვინცია)". რას იტყვით?--Surprizi განხილვაწვლილი 04:09, 12 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ან "ინჯილი, ჰერათის პროვინცია"--Surprizi განხილვაწვლილი 04:10, 12 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ვიცი, ინგლისურში როგორც არის, მაგრამ ბოლო ფორმატით, რაც ვიკიში ვარ, არაფერი შექმნილა, თუ არ ვცდები. დაწერეთ პირდაპირ „ინჯილი“, მითუმეტეს თუ ქალაქიც არის, ხოლო რაიონზე შეიქმნება სხვა სტატია სახელწოდებით „ინჯილის რაიონი“, როგორცაა, მაგალითად თელავი და თელავის მუნიციპალიტეტი, მუნიციპალიტეტი იმიტომ რომ ახლა ასეთია ადმინისტრაციული დაყოფა, ადრე თელავის რაიონი ერქვა. ჩემზე უკედ სხვა ვიკიპედიაში მომუშავე გეოგრაფები გეტყვიან. გეოგრაფებო, სად ხართ? @David1010:, @Otogi:, @MIKHEIL: ვიღიმიG.G. 08:12, 12 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]
en:Injil District დაიწეროს როგორც ინჯილის რაიონი (და არა პროვინცია), არანაირი ფრჩხილები მას არ სჭირდება. Injil, Afghanistan, დაიწეროს ინჯილი (სოფელი), რადგან არსებობს როგორც ჩანს წმინდა წიგნი ამ სახელწოდებით (თუმცა არ ვიცი როგორ შეიქმნება იმ წიგნის სახელწოდება). სულ ადრე ქართული ვიკიპედიის რედაქტორები სტატიებს ფრჩხილებთან ერთად წერდნენ, მაგრამ ეს ტენდენცია აწი შეიცვალა. სადაც არის შესაძლებლობა ფრჩხილების თავიდან აცილებისა, ამას ვაკეთებთ კიდეც. P.S. არ ჯობია ჯერ პროვინციებზე დავიწყოთ სტატიების შექმნა, ხოლო შემდეგ მათში შემავალი რაიონების შესახებ ?. რადგან უფრო დავლაგდებით. - ოთოჯი განხილვა 09:42, 12 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]
რათქმაუნდა ჯერ პროვინციებს დავსერთ და მერე რაიონებს და ბოლოს დასახლებულ პუნქტებსაც მივადგებით, მაგრამ რა ვუყო თარგში ჩასაწერ ქალაქის სახელებს? მე იქედა გამომდინარე რომ ტარგი ინგლისურიდან გადავთარგმნე, იქ ზოგი "ინჯილი, ავღანეთი", ზოგან "ინჯილი" და ზოგან "ინჯილი, ჰერათი" წერია. ("ინჯილი" აქ მაგალითიშათვის ჩავსვი დასახლებული პუნქტის მაგიერად.) ხოდა ვიფიქრე თავიდანვე ხო არ დამეჭირა თადარიგითქო? თუ სადმე მსოფლიოში კიდევ წაიინჟილებს, ეს იქნებოდა ან "ინჯილი, ჰერათი" ან და "ინჯილი, ჰერათის პროვინცია" და სხვა ინჯილს ხელს არ შეუშლიდა. ჩემი სუბიექტური აზრია რომ დასახლებული პუნქტი უნდა გამოიყურებოდეს აი ასე - ინჯილი, ჰერათი--Surprizi განხილვაწვლილი 15:54, 12 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]
არა, ასე არ ივარგებს, რადგან ინჯილის რაიონი არა ქალაქ ჰერათს, არამედ ჰერათის პროვინციას ეკუთვნის, რაც გასათვალისწინებელია. მოკლედ, Injil District იყოს ინჯილის რაიონი, ხოლო Injil, Afghanistan იყოს ინჯილი (ჰერათის პროვინცია). რაც შეეხება ინგლისურენოვან თარგს, იქ თარგში ერთს წერენ, და მეორეს იძახიან (დააკვირდი და მიხვდებით). დანარჩენი თქვენ იცით. - ოთოჯი განხილვა 17:35, 12 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

ფორმულირება ინჯილი, ჰერათი ქართულ ვიკიპედიაში მიუღებელია. თარგში მსგავსი ცვლილებები ჩასასწორებელია. --JABA 1977 18:09, 12 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]

მაინტერესებს რატომ წერია თარგში ადრასკანი, ჰერათი როდესაც თავად ინგლისური ვიკი მხოლოდ ადრასკანს წერს? --JABA 1977 18:13, 12 ივნისი 2014 (UTC)[უპასუხე]