ეგიალი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ეგიალი, ეგიალ (ა) (ძვ. ბერძნ. Αἰγιαλεύς, მიღებული αἰγιαλός-დან, aigialos – „პლაჟი“, „სანაპირო“, ასევე Aegealeus, Aigialeus, Egialeus) — ბერძნული მითოლოგიის მიხედვით, ეეტის და ჰეკატეს უფროსი ძე. აფსირტეს, მედეას, ცირცეს და ქალკიოპეს ძმა.

სახელები ეგიალი და არგი უახლოვდებიან ქართლის ცხოვრების არგვეთს, ეგურ-ს (აფხაზურად აგურა – გურია, აგრუა – სამეგრელო; აგრუას სტრაბონი ასევე იხსენიებს – agri). დაბოლოება ამ სახელებისა გვიჩვენებს კუთვნილებას: ეგ-ური═აგური, ე. ი. ის, ვინც ეკუთვნის ეგს, აგს, ხოლო ქართლის ცხოვრებით აგ იგივეა, რაც დაბადების გოგ, და კიპერტის Atlas antiquús-ი კი გვიჩვენებს, რომ გოგარენები იყვნენ მესხეთის (ჯავახეთის) მცხოვრებნი და ის ადგილი, საცა იყო გუგარქი, გუჯარეთი და საცა ეხლაც არის გოგაშენი (შეადარე თამარაშენი და სხ.)

ეს აგ-ები, აგოგ-მაგოგები ჯუანშერის ქრონიკით თვით ნებროთის მხილველნი იყვნენ და ცხოვრობდნენ ბაბილონს (ნებროთი 2716 წ. ქრ. უწინარეს)[1].

ვერსიები[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ეგიალი, დიოდორე სიცილიელის მიხედვით, განიხილება როგორც აფსირტეს ალტერნატიული სახელი, მოკლული მედეას მიერ[2].

კირილ თუმანოვის მიხედვით, ეგიალი აფსირტეს ძეა[3].

მოსე ჯანაშვილის მიხედვით, ეგიალი აიეტის და ჰეკატეს უფროსი ძეა[4][5].

გენეალოგია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. მოსე ჯანაშვილი „ქართველთა მატიანე“: „ქართლის ცხოვრების“ ლეგენდები, საქართველოს ისტორიის დასაწყისი. I — 1. საქართველოს დამაარსებელნი (მამასახლისნი). გვერდი 117. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 1903.
  2. დიოდორე სიცილიელი, ისტორიული ბიბლიოთეკა 4.45.
  3. Cyrille Toumanoff, Les dynasties de la Caucasie chrétienne de l'Antiquité jusqu'au XIXe siècle : Tables généalogiques et chronologiques, Rome, 1990, p. 528-529.
  4. 4.0 4.1 მოსე ჯანაშვილი „ქართველთა მატიანე“: „ქართლის ცხოვრების“ ლეგენდები, საქართველოს ისტორიის დასაწყისი. I — 1. საქართველოს დამაარსებელნი (მამასახლისნი). გვერდი 116. საქართველოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკა, თბილისი, 1903.
  5. 5.0 5.1 მ. გ. ჯანაშვილი „საქართველოს ისტორია უძველეს დროითგან 985 წლ. ქრ. შ.“, IV. ბერძენთა გადმოცემა: ფაზიანიდების საგვარეულო შტო (გენეალოგია) ბერძენთა გადმოცემით. ტომი I, გვერდი: 12.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]