თამაზ ბიბილური

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
Jump to navigation Jump to search
თამაზ ბიბილური
Tamaz bibiluri.jpg
დაბ. თარიღი 9 აპრილი 1934(1934-04-09)
დაბ. ადგილი ვაჩნაძიანი, საქართველოს სსრ, სსრკ
გარდ. თარიღი 10 დეკემბერი 1992(1992-12-10) (58 წლის)
გარდ. ადგილი თბილისი, საქართველო
დასაფლავებულია დიდუბის პანთეონი
საქმიანობა მწერალი და დრამატურგი
ენა ქართული ენა
მოქალაქეობა Flag of the Soviet Union.svg სსრკ
Flag of Georgia.svg საქართველო
ჯილდოები საქართველოს სახელმწიფო პრემია

თამაზ ალექსანდრეს ძე ბიბილური (დ. 9 აპრილი, 1934, სოფელი ვაჩნაძიანი, გურჯაანის რაიონი — გ. 10 დეკემბერი, 1992, თბილისი) — ქართველი მწერალი, დრამატურგი.

ბიოგრაფია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1956 წელს დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის განყოფილება. მუშაობდა გაზეთში „ახალგაზრდა კომუნისტი“ (ბოლოს — რედაქტორის მოადგილედ), ხოლო 1974 წლიდან სიცოცხლის ბოლომდე გაზეთ „ლიტერატურული საქართველოს“ მთავარი რედაქტორის მოადგილედ.

თამაზ ბიბილურის ლიტერატურული დებიუტი შედგა 1957 წელს ჟურნალში „ცისკარი“, სადაც მისი მოთხრობები გამოქვეყნდა.

1973 წელს გამოიცა მწერლის პირველი წიგნი — ნარკვევებისა და მინიატურების კრებული. ამას მოჰყვა: მოთხრობების კრებული „ნიღაბი“, რომანი „ჟამი კითხულისა“, „მთვარის შვილი“, „ჩივილი“, რომენი „შვიდი ხმისა და ტოროლასათვის“, ბოლოს კი საყმაწვილო წიგნი „წელიწადის დრონი“ (1989), რომელსაც 1992 წელს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა.

ბიბილურის ნაწარმოებები თარგმნილია და გამოცემულია უცხო ენებზე, მისი ნაწარმოებების მიხედვით გადაღებულია მხატვრული ფილმები. თამაზ ბიბილური გარდაიცვალა 1992 წლის 10 დეკემბერს. დაკრძალულია თბილისში, მწერალთა და საზოგადო მოღვაწეთა დიდუბის პანთეონში.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  • ქართული პროზის საგანძური, ტ. 20, თბილისი, 2010.
  • ზ. ბაბუნაშვილი, თ. ნოზაძე, „მამულიშვილთა სავანე“, გვ. 86, თბ., 1994