ყველაფერი კარგად იქნება (2009 წლის ფილმი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
(გადამისამართდა გვერდიდან ყველაფერი კარგად იქნება)
Jump to navigation Jump to search
ყველაფერი კარგად იქნება
ჟანრი კომედია
დამდგმელი რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილი
პროდიუსერი ირაკლი ჩაკვაიძე
სცენარის ავტორი ავთანდილ ვარსიმაშვილი
როლებში
კომპოზიტორი ზაზა კორინთელი
ხმის ოპერატორი სანდრო მაზიაშვილი
დავით ჩოკოლაშვილი
ოპერატორი მიხეილ მაღალაშვილი
მონტაჟი დიმიტრი ლობჟანიძე
სტუდია „ვარს-სტუდიო“
გამოსვლის თარიღი 2009
ხანგრძლივობა 94 წთ
ქვეყანა საქართველოს დროშა საქართველო
ენა ქართული

„ყველაფერი კარგად იქნება“2009 წლის ქართული კომედიური ფილმი, რომლის რეჟისორი ავთანდილ ვარსიმაშვილია. ფილმი აწარმოა კომპანია ვარს-სტუდიომ. მონაწილეობენ ნიკო გომელაური, შორენა ბეგაშვილი, ლარისა რეშეტკო, სანდრო მარგალიტაშვილი, გოგა ბარბაქაძე, ირაკლი აფაქიძე, დუტა სხირტლაძე, აპოლონ კუბლაშვილი და სხვები.

სიუჟეტი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სიუჟეტის მიხედვით საქართველოს პრეზიდენტი (დუტა სხირტლაძე) გზავნის საქართველოს ერთ-ერთ მინისტრს (ნიკო გომელაური) ინდოეთში ქეთევან დედოფლის ნეშტის ჩამოსასვენებლად. მას უთვალთვალებენ რუსეთის სპეცსამსახურებისა და სომეხთა მასონური ლოჟის აგენტები. თბილისის აეროპორტში მან გაიცნო ახალგაზრდა გოგონა ანი (შორენა ბეგაშვილი), რომელიც კიევში მიემგზავრებოდა, მაგრამ ვერ წავიდა, რადგან მეუღლემ პასპორტი წაართვა. იქვე გადაწყდა, რომ ანი მინისტრს წაჰყვება „საიდუმლო საქმეზე“ გოას მიმართულებით.

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]