ზონქიოს ბრძოლა

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზონქიოს ბრძოლა
ოსმალოვენეციური ომების ნაწილი

ზონქიოს ბრძოლა, უცნობი ვენეციელი არტისტი, 1499.
თარიღი 1499 წლის 25 აგვისტო.
მდებარეობა იონიის ზღვა
შედეგი ოსმალეთის გამარჯვება.[1]
მხარეები
ვენეციის რესპუბლიკა ოსმალეთის იმპერია
მეთაურები
ანტონიო გრიმანი ქემალ რეისი
ძალები
46 მსუბუქი გალეა, 17 მძიმე გალეა და 15 კარაკი. 260 ხომალდი, საიდანაც 60 იყო მსუბუქი გალეა.

ზონქიოს ბრძოლა (თურქ. Sapienza Deniz Muharebesi; ასევე ცნობილი როგორც საპიენცას ბრძოლა ან ლეპანტოს პირველი ბრძოლა) 一 საზღვაო შეტაკება 1499-1503 წლების ოსმალოვენეციური კამპანიებიდან.[2] მიმდინარეობდა ოთხი დღის განმავლობაში: 1499 წლის 12, 20, 22 და 25 აგვისტოს. ისტორიკოსთა ცნობით, სწორედ ამ საზღვაო შეტაკებებისას გამოჩნდა პირველად ქვემეხიანი გემები. ოსმალეთის ფლოტს მეთაურობდა კაპიტან-ადმირალი ქუჩუკ დავუდ-ფაშა, ხოლო ვენეციის ფლოტს 一 ანტონიო გრიმანი. საზღვაო ომი თურქთა ფლოტის სტრატეგიული გამარჯვებით დასრულდა. [წყარო არ არის მითითებული 437 დღე]

მზადება[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

1499 წლის იანვარში ქემალ რეისი კონსტანტინოპოლიდან 10 გალერითა და 4 სხვა ტიპის გემით ოსმალეთის გაერთიანებულ საზღვაო ფლოტთან შესახვედრად გაემზადა. ივლისში იგი უერთდება უზარმაზარ არმიას, რომელიც ქოჯა დაუდ ფაშამ გამოუგზავნა. საბოლოოდ, მთელ საზღვაო არმიას სათავეში ქემალ რეისი ჩაუდგა. ოსმალეტის გეგმას წარმოადგენდა მასშტაბური ომის მოწყობა ვენეციის წინააღმდეგ. ოსმალეთის ფლოტი შედგებოდა 290 გემისგან, რომელთაგან 60 გალიტი და რამდენიმე კარაკი იყო. ანტონიო გრიმანი მეთაურობდა ვენეციის 17 გალეისგან, 46 გალიოტისა და 15 კარაკისგან დაკომპლექტებულ ფლოტს. გრიმანი, საბრძოლო მოქმედებისას, 65 წლის იყო და, მიუხედავად იმისა, რომ ის დადგენილი კანონის ძალით მეთაურობდა საზღვაო არმიას, მაინც გამოუცდელი ლიდერი იყო, გამომდინარე იქიდან, რომ არასოდეს უმეთაურია დიდი საბრძოლო მოქმედებებისთვის, არათუ გაუმარჯვია კიდეც. მას მეთაურის სტატუსი მხოლოდ სახელმწიფოსთვის შეწირული 16000 დუკატის შეწირვისა და 10 გალეის საკუთარი ძალებით შეიარაღებისთვის მიეცა. მის გამოუცდელობას მოწმობდა ის ფაქტიც, რომ იგი არ გაუფრთხილებიათ, დაცვითი სტრატეგია აემოქმედა, თუ 一 შეტევითი.

ბრძოლა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

აგვისტოში დიდი ოსმალური ფლოტით იონიის ზღვაში შეღწევის შემდეგ, ქემალ რესიმა მოახერხა ვენეციელების დამარცხება. მრავალმა კაპიტანმა უგულებელყო გრიმანის მცდელობა, თავდასხმოთა თურქთა ფლოტს, რის გამოც იგი, პრაქტიკულად, ომში არ ჩართულა. შეიძლება ითქვას, რომ მისმა უმოქმედობამ და ორჭოფობამ გამოიწვია ვენეციელთა საბოლოო მარცხი. მეორე დღეს, გრიმანმა უბრძანა საკუთარი ეკიპაჟის წევრებს, მოეკლათ ყველა კაპიტანი, რომელიც უარს იტყოდა თავდასხმის განხორციელებაზე. მიუხედავად ამისა, და, აგრეთვე, ოთხი ფრანგული გალეის ორთაბრძოლაში ჩაბმისა, გრიმანმა ოსმალთა წინააღმდეგ მხოლოდ ორი გემი გაუშვა, რომელთაგან ორივე სასწაულებრივად უვნებელი დაბრუნდა უკან. 25 აგვისტოს ვენეციელებმა შეიპყრეს ოსმალთა რამდენიმე გალეა, თუმცა, შიდა არეულობის გამო, ოსმალებმა გემების დაბრუნება მოახერხეს. მალევე, ფრანგულმა ძალებმაც მიატოვეს ვენეციელები და როდოსისკენ გასწიეს. საბრძოლო სცენის კულმინაციურ მომენტში, ორი ვენეციური კარაკის მეომრებმა, რომელთა კაპიტნებიც, შესაბამისად, ანდრე ლორედანი და ალბან დ’არმერი იყვნენ, ერთ-ერთ ოსმალთა გემის დარბევა გადაწყვიტეს.[3] ამ ოსმალური გემის მეთაურმა, ბურაკ რეისმა, რომელსაც არ შეეძლო ვენეციელთაგან გათავისუფლება, საკუთარი გემი გადაწვა. შედეგად, სამი დიდი გემის ერთდროულმა გადაწვამ სერიოზული ზიანი მიაყენა ვენეციელებს და ისინი მორალურად გატეხა.[4]

შედეგი[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

ანტონიო გრიმანი 29 სექტემბერს დააპატიმრეს და კუნძულ ცრესზე გადაასახლეს. მოგვიანებით, უკვე 1521 წელს, გრიმანი ვენეციის დოჟი ხდება. ოსმალეთის სულთანმა, ბაიაზიდ II-მ დატყვევებული ვენეციური გალეებიდან 10 ქემალ რეისს გადასცა, რომელმაც, მოგვიანებით, საკუთარი ფლოტი, 1499 წლის ოქტომბრიდან დეკემბრამდე, კუნძულ კეფალონიაში განათავსა. ოსმალები და ვენეციელები მალე ხელახლა დაუპირისპირდნენ ერთმანეთს ლეპანტოს მეორე ბრძოლაში, რომელიც, ასევე, ცნობილია, როგორც მოდონის ბრძოლა. ქემალ რეის მეთაურობითა და ბრწყინვალე გამოცდილების მეშვეობით, ოსმალებმა ხელახალი გამარჯვება მოიპოვეს.

იხილეთ აგრეთვე[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Alan G. Jamieson, Faith and Sword: A Short History of Christian-Muslim Conflict, (Reaktion Books, 2006), 220.
  2. Norwich, John J. (2003) A History of Venice Penguin, London, pp. 383–385, ISBN 978-0-14-101383-1, reprint of the 1977, 2 volume, edition, entitled Venice: the rise to empire and Venice: the greatness and the fall
  3. Barzman, Karen-edis (2017). The Limits of Identity: Early Modern Venice, Dalmatia, and the Representation of Difference. Brill, გვ. 113–114. ISBN 978-9004331518. 
  4. Fisher, Sydney N.. The Foreign Relation of Turkey, 1481–1512, გვ. Chapter 6. .