ზირაათ ბანკი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
ზირაათ ბანკი
ტიპი ინტეგრირებული კომპანია
დარგი ფინანსები და დაზღვევა
დაფუძნდა 1863
პროდუქცია საკრედიტო ბარათები, საცალო საბანკო მომსახურება, კორპორატიული საბანკო მომსახურება,ფინანსური მომსახურება, საინვესტიციო ბანკინგი, იპოთეკური სესხები, აქტივების მართვა
თანამშრომელი 24,647 (2018)
საიტი www.ziraat.com.tr

ზირაათ ბანკი — სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ბანკი, დაარსდა 1863 წელს თურქეთში. Ziraat ბანკი სიდიდით მეორე თურქული ბანკია, Garanti ბანკის შემდგომ. ჟურნალ „The Banker“-ის მიერ გამოქვეყნებული „საუკეთესო 1000 მსოფლიო ბანკის 2004 წლის შესახებ“ მოხსენების თანახმად აღნიშნული ბანკი 115-ე ადგილზეა. ბოლო რეიტინგით ის 141-ე ადგილზე იყო, თუმცა 26 საფეხურით წინ აიწია. Ziraat ბანკი არის თურქეთის ერთ-ერთი უმსხვილესი და უძველესი ბანკი, მისი კაპიტალის 100 % თურქეთის რესპუბლიკის სახელმწიფო საკუთრებაა.

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

XIX საუკუნის პირველი ნახევრის განმავლობაში, ვაჭრობისა და ფინანსების დასავლური მოდელების მიღებით, უცხოურმა ბანკებმა ეტაპობრივად დაიწყეს საქმიანობა ოსმალეთის იმპერიაში. იმ პერიოდში არ იყო საკმარისი კაპიტალი ეროვნული საბანკო სისტემის შესაქმნელად და ვერავინ ახსენებდა ეროვნული ბანკების არსებობას, როგორც კაპიტალის წყაროს. ეს მდგომარეობა უფრო საზიანო იყო ფერმერებისათვის, რადგან ისინი მოსახლეობის უმეტეს ნაწილს შეადგენდნენ და რადგან მათ არ გააჩნდათ რაიმე ინსტიტუციური ფინანსური სტრუქტურა, რისთვისაც უნდა მიმართულიყვნენ, მათ თანხის აღებისას მაღალი პროცენტები ერიცხებოდათ. სწორედ ასეთ პირობებში, ოსმალეთის იმპერიის, ამჟამად სერბეთის ნიშის პროვინციის გუბერნატორმა მიდჰათ ფაშამ, რომელიც მოღვაწეობდა 1822–1884 წლებში, ამ სირთულეების გადასალახად პირველი ნაბიჯების გადადგმა დაიწყო 1863 წელს და მიაღწია „სამშობლოს ფონდების“ რეორგანიზაციას, რომელიც დამტკიცდა 1867 წელს. ეს იყო სოფლის მეურნეობის ფინანსური კუთხით სახელმწიფოს მიერ დაარსებული პირველი ინსტიტუტი, რომელიც ფუნქციონირებდა სახელმწიფო გრანტით.

მეჰმედ საბით საროღლუ, ზირაათ ბანკის აღმასრულებელი დირექტორი თურქეთის რესპუბლიკის ადრეულ პერიოდში

1888 წელს სამშობლოს ფონდებს დაერქვა Ziraat ბანკი ანუ სოფლის მეურნეობის ბანკი, სწორედ ამ პერიოდიდან ბანკის სათავო ოფისმა ფუნქციონირება დაიწყო სტამბოლში. 1930-იანი წლებიდან Ziraat ბანკმა მნიშვნელოვანი როლი ითამაშა თურქეთში სოფლის მეურნეობის სექტორში პროექტების დაფინანსების კუთხით [1].

1923 წლის ბოლოს თურქეთის დამოუკიდებლობის ომის დასრულების შემდეგ, Ziraat ბანკი კიდევ ერთხელ გახდა გაერთიანებული პირი. 1993 წელს დაარსდა აგრეთვე Ziraat ბანკი მოსკოვში, აგრეთვე ყაზახეთშიც. 2001 წელს Ziraat ბანკს მთლიანად შეუერთდა Emlak ბანკი [2].

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

რესურსები ინტერნეტში[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Marois, Thomas; Güngen, Ali Rıza (2 August 2016). „Credibility and class in the evolution of public banks: the case of Turkey“ (PDF). The Journal of Peasant Studies. 43 (6): 1285–1309. doi:10.1080/03066150.2016.1176023.
  2. Emlakbank artık Ziraat Bankası. Hurriyet.com.tr. Hürriyet (2011-07-09). ციტირების თარიღი: 2011-03-31