ზინობიანის მეორე სამაროვანი
იერსახე
ზინობიანის მეორე სამაროვანი — არქეოლოგიური ძეგლი ყვარლის მუნიციპალიტეტის სოფელ ზინობიანის განაპირას, ჩრდილო-დასავლეთით, მუხნარად წოდებულ ადგილზე. თარიღდება ადრინდელი შუა საუკუნეებით. ძეგლს 1978 მიაკვლია არქეოლოგიური კვლევის ცენტრის არქოლოგიის ძეგლთა ნუსხის განყოფილების ექსპედიციამ (ხელმძღვანელი გ. ცქიტიშვილი). სამაროვანი წარმოდგენილი იყო ქვაყუთების სახით.
ლიტერატურა
[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]- ანდრონიკაშვილი კ., საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა, ტ. 1-I, თბ., 2013. — გვ. 404.