ზიარეთი (შავშეთის რაიონი)

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია
სოფელი
ზიარეთი
ქვეყანა თურქეთის დროშა თურქეთი
პროვინცია ართვინის პროვინცია
რაიონი შავშეთი (ქალაქი)
კოორდინატები 41°12′18″ ჩ. გ. 42°17′09″ ა. გ. / 41.20500° ჩ. გ. 42.28583° ა. გ. / 41.20500; 42.28583
ადრეული სახელები ცეცხლაური
სასაათო სარტყელი UTC+3
საფოსტო ინდექსი 08700
ზიარეთი (შავშეთის რაიონი) — თურქეთი
ზიარეთი (შავშეთის რაიონი)

ზიარეთი (თურქ. Ziyaret) — სოფელი შავშეთის რაიონში, ართვინის პროვინცია, თურქეთი. მდებარეობს შავშეთიდან 14 კილომეტრში, ხოლო ართვინიდან — 79 კილომეტრში.[1] 2021 წლის მონაცემებით სოფელში 100 ადამიანი ცხოვრობს.[2]

ისტორია[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

სოფლის ქართული სახელწოდებაა ცეცხლაური. ერთი-ერთი მოსაზრებით, ამ სოფელს ცეცხლაური ერქვა რადგან აქ ძველად ცეცხლაურები/ცეცხლაძეები ცხოვრობდნენ.[3] საქართველოში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში არსებობს სოფელი ამავე სახელწოდებით.[4]

ცეცხლაური თურქულში სხვადასხვა მართლწერით შევიდა, როგორებიცაა სეშლაური, სისლაური, სესლაური. 1835 წლით დათარიღებულ მოსახლეობის წიგნში ცეცხლაური მოიხსენიება, როგორც სისლაური (سیسلاوور).[5][6]

ცეცხლაური 1835 წელს მოსახლეობის აღწერის მასალებით შავშეთის (სათლელის) სანჯაყის ერთ-ერთი სოფელი იყო. აღნიშნული აღწერის წიგნის მიხედვით სოფელში 26 კომლი და 78 კაცი ცხოვრობდა. ოსმალეთის ადმინისტრაცია ტრადიციულად მხოლოდ მამრობითი სქესის მოსახლეობას აღრიცხავდა, ამიტომაც სოფლის მთლიანი მოსახლეობის საპოვნელად საჭიროა იმდენი ქალის დამატება, რამდენიც მამაკაცია. შედეგად ირკვევა, რომ ცეცხლაურის მოსახლეობა 156 კაცისაგან შედგებოდა. იმ დროს სოფლის მთელიუ მოსახლეობა მუსლიმი იყო.[7]

1877-1878 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომის შემდეგ რუსებმა, რომლებმაც აიღეს შავშეთი, სოფელი დაარეგისტრირეს ცეცხლაურად (Цецхлаур), მისი ქართული სახელის შესაბამისად.[8] ქართველ ისტორიკოსს ზაქარია ჭიჭინაძეს, რომელიც 1890-იანი წლების დასაწყისში ეწვია მაჰმადიანი ქართველებით დასახლებულ რეგიონს, სოფლი ცეცხლაურად აქვს აღნუსხული.[9]

1886 წლის მოსახლეობის აღწერის მონაცემებით სოფელში ცხოვრობდა 127 კაცი. მთელი მოსახლეობა თურქებად იყო აღრიცხული. თუმცა სოფელში ისეთი ადგილების სახელებია, როგორიცაა თეთრიეთი, ნაყორანგელი, ნალექი, გილგილაური, სათიბი, ჯვარი. რაც მიუთითებს იმაზე, რომ ეს ქართული დასახლებაა.[10]

ცეცხლაური პირველი მსოფლიო ომის ბოლოს რუსეთის მმართველობის დამთავრების შემდეგ გარკვეული დროის განმავლობაში დარჩა საქართველოს დემოკრატიული რესპუბლიკის საზღვრებში. 1921 წელს, საბჭოთა რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროს, ანკარის მთავრობამ საქართველოს მთავრობას ულტიმატუმი წაუყენა ართვინისა და არტაანის რეგიონების ევაკუაციის შესახებ. მას შემდეგ, რაც საქართველოს ხელისუფლება ამ ორი რეგიონიდან გამოვიდა, სოფელი ცეცხლაური დე-ფაქტო თურქეთს შეუერთდა. 1921 წლის 16 მარტს საბჭოთა რუსეთსა და ანკარის მთავრობას შორის ხელმოწერილი მოსკოვის შეთანხმების თანახმად, სოფელი თურქეთს დარჩა.[11]

1922 წელს ართვინის ლივაში აღწერისას ცეცხლაური დაფიქსირდა როგორც „სესლავური“. იმ დროს ეს იყო სოფელი ართვინის ლივის შავშეთის ოლქში და მისი მოსახლეობა შედგებოდა 242 კაცისგან, რომლებიც ცხოვრობდნენ 42 კომლში. ამ აღწერის მასალებით სოფლის მთელი მოსახლეობა „თურქად“ იწერება.[12] 1925 წელს სოფელს სახელი გადაერქვა და ეწოდა ზიარეთი.[13] 1935 წლისათვის ზიარეთი ჭოროხის პროვინციის შავშეთის რაიონის ერთ-ერთი ცენტრალური დასახლებაა, სადაც ცხოვრობს 316 კაცი.[14] 1965 წლის საყოველთაო აღწერის მიხედვით სოფელში ცხოვრობდა 539 ადამიანი და აქედან წერა-კითხვის მცოდნე იყო 255 ადამიანი.[15]

სქოლიო[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]

  1. Ziyaret Köyü Türkçe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 19 Ağustos 2016. ციტირების თარიღი: 4 Haziran 2014.
  2. Artvin Şavşat Ziyare Köy Nüfusu Türkçe. დაარქივებულია ორიგინალიდან — 31 Mayıs 2022. ციტირების თარიღი: 6 Şubat 2022.
  3. Roland Topçişvili- İnga Ğutidze, XIX. Yüzyıl ve XX. Yüzyıl Başlarındaki Rus Belgelerinde Şavşeti ve Klarceti Yer Adları (Gürcüce), 2019, Tiflis, s. 9
  4. "დაბა ოჩხამურის ადმინისტრაციული ერთეული" (Oçhamuri Kasabasının İdari Birimleri)
  5. Ecem Kutlu, Şavşat Nüfus Defteri (1835) - Transkripsiyon ve Değerlendirme, Artvin, 2020, s. 45. დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 Ocak 2017.
  6. Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumat-ı Umumiye, 1927, s. 160. დაარქივებულია ორიგინალიდან — 6 Ekim 2021.
  7. Ecem Kutlu, Şavşat Nüfus Defteri (1835) - Transkripsiyon ve Değerlendirme, Artvin, 2020, s. 18, 45-48 (9 Eylül 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 13 Ocak 2017.
  8. Свод статистических данных о населении Закавказскаго края, извлеченных из посемейных списков 1886 г. (Transkafkasya Bölgesinin Nüfusuna Dair 1886 Yılı Aile Listelerinden Edinilmiş istatistik Verilerin Özeti), Tiflis, 1893, Sıra no: 1430. (17 Eylül 2022). დაარქივებულია ორიგინალიდან — 11 Aralık 2021.
  9. მუსულმან ქართველობა და მათი სოფლები საქართველოში. დაარქივებულია ორიგინალიდან — 2020-10-19. ციტირების თარიღი: 2022-10-29.
  10. ტაო-კლარჯეთის ძეგლების 2015 წლის საკვლევი ექსპედიციების ანგარიშები, თბ., 2016, გვ. 192 ISBN 978-9941-9123-9-9
  11. Mustafa Kemal Atatürk, Nutuk, İstanbul, 1969, 3 Cilt, 2. cilt s. 489. (10 Aralık 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 8 Ekim 2021.
  12. Nurşen Gök, “Artvin Livası'nın Anavatan'a Katılışı Sırasındaki Durumuna İlişkin Belgeler”, Ankara Üniversitesi Türk İnkılâp Tarihi Enstitüsü Atatürk Yolu Dergisi, Sayı: 41, Mayıs 2008, s. 89-104. (9 Eylül 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 26 Haziran 2021.
  13. Muvahhid Zeki, Artvin Vilayeti Hakkında Malumat-ı Umumiye, İstanbul, 2010 (Birinci basım 1927), s. 188, ISBN 978-9944-197-52-6.
  14. 1935 Genel Nüfus Sayımı, İstanbul, 1937, s. 405. (9 Eylül 2021). დაარქივებულია ორიგინალიდან — 16 Ocak 2020.
  15. 1965 Genel Nüfus Sayımı, Ankara, 1968, s. 89.