ზემო არტანის ლაშარის ხატი

მასალა ვიკიპედიიდან — თავისუფალი ენციკლოპედია

ზემო არტანის ლაშარის ხატი — საკულტო ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზემო არტანში ნასოფლარ ღორღას ჩრდილოეთით 2 კილომეტრზე, მდინარე ხატისხევის მარცხენა ნაპირზე. აგებულია XIX საუკუნის დასასრულს. ხატი შედგება პატარა ოთხწახნაგა ნიშასა და სამრეკლოსგან, რომლებსაც ირგვლივ რიყის ქვის ყორე ევლება.

ნიში ეზოს ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში დგას. ნაგებია ნატეხი ქვით. აღმოსავლეთისა და დასავლეთის წახნაგებში პატარა სასანთლე თახჩები აქვს. გადახურულია თუნუქის ცალფერდა სახურავით.

სამეკლოს გეგმით თითქმის კვადრატულია. ნაგებია აგურითა და ნატეხი ქვით. მაღალ ოთხკუთხა პოსტამენტზე დგას ნახევარწრიული თაღებით დაკავშირებული ოთხი კუთხა ბურჯი. თაღებზე ნახევარსფეროსებრი გუმბათია დაყრდნობილი. გუმბათი გადახურულია პირამიდული ფორმის თუნუქის სახურავით, რომელსაც წვერზე რკინის ჯვარი ადგას. გუმბათში სპილენძის ორი დიდი და ერთი მომცრო ზარი კიდია. პოსტამენტს დასავლეთიდან მიდგმული აქვს ქვის კიბე.

ლიტერატურა[რედაქტირება | წყაროს რედაქტირება]